საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრებებს შორის ჩატარებული ძალზედ დაძაბული მატჩის შემდეგ, მონტენეგროს ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” ცენტრმა, ბოიან დუბლევიჩმა FANEBI.COM-თან ისაუბრა.
“ეს იყო უმნიშვნელოვანესი თამაში ორივე გუნდისათვის. ველოდით, რომ საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნებოდა გულშემატკივრებისაგან და ასეც მოხდა.
საბოლოო ჯამში, ძალიან ძლიერი გუნდის დამარცხება მოვახერხეთ, რაც მინდა ჩემს თითოეულ თანაგუნდელს, მწვრთნელსა და მთლიანად შტაბს მივულოცო. ჩვენი ჯგუფიდან გამომდინარე, ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ახლა კი ჩვენს მომდევნო მატჩებზე უნდა გადავერთოთ.”
კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ქართველ გულშემატკივართა აქტიურობას, მან ასეთი პასუხი გასცა:” ვიტყოდი, რომ გულშემატკივრები გასაოცრად ქომაგობდნენ საკუთარ ნაკრებს.”