TOP 7: დიდი ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებული მწვრთნელები გახდნენ

შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა კარგ მწვრთნელობასთან არ ასოცირდება. ამის მაგალითები ბევრი არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრი გამონაკლისიც გვაქვს. დღეს წარმოგიდგენთ 7 ადამიანს, რომლებმაც როგორც სათამაშო, ასევე სამწვრთნელო საქმიანობაში დიდ წარმატებას მიაღწიეს.

იოჰან კრიუფი

Johan Cruyff of Barcelona

ლეგენდალურმა ჰოლანდიელმა სახელი ”აიაქსში” თამაშით გაითქვა. ამსტერდამელთა შემადგენლობაში კრიუფი 1964-1973 წლებში ასპარეზობდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 240 შეხვედრაში 190 გოლის ავტორი გახდა. სამშობლოში ასპარეზობის პერიოდში მან არაერთი ტიტული მოიგო. იგი ამის შემდეგ ”ბარსელონაში” გადაბარგდა, სადაც 5 წელი ითამაშა. მფრინავი ჰოლანდიელი სამჯერ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სამწვრთნელო საქმიაობაში დიდ წარმატებას მან სწორედ კატალონიელთა მესაჭის როლში მიაღწია. ”ბარსელონაში” კრიუფმა   ახალი საფეხბურთო ფილოსოფია ჩამოაყალიბა, თანამედროვე ფეხბურთში კი მის მიმდევრად პეპ გვარდიოლა სახელდება. კრიუფი დღესაც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელადაა მიჩნეული.

კენი დალგლიში

Blackburn Rovers Manager Kenny Dalglish

”მეფე კენი”, როგორც მას ”ლივერპულის” გულშემატკივრები ეძახიან, მერსისაიდელთა შემადგენლობაში 1977-1990 წლებში ასპარეზობდა. იქამდე კი შოტლანდიელი ფორვარდი გლაზგოს ”სელტიკის” ღირსებას იცავდა. დალგლიში ”ლივერპულის” ლიდერი იყო და ამ გუნდის მაისურით ყველა ტიტულის მფლობელი გახდა. სამწვრთნელო კარიერა მან სწორედ ”ენფილდზე” დაიწყო. 1985-91 წლებში შოტლანდიელმა მერსისაიდელებს 11 ტიტული მოაპოვებინა. იგი ”ლივერპულს” მწვრთნელის რანგში 2011-12 წლების სეზონში დაუბრუნდა, თუმცა ნაკლები წარმატებით და თანამდეობაც მალევე დატოვა. სხვა და სხვა დროს ასევე ”მეფე კენი” ”ბლექბერნს” და ”ნიუკასლს” ედგა სათავეში.

ანტონიო კონტე

Italy v Romania - International Friendly

იტალიელმა საფეხბურთო კარიერა ”ლეჩეში” დაიწყო, თუმცა მისი წარმატება ”იუვენტუსში” გატარებულ პერიოდს უკავშირდება. კონტე ტურინელთა მაისურით 1991-2004 წლებში ასპარეზობდა, ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 296 მატჩში 29 გოლის ავტორი გახდა. ყოფილ ნახევარმცველს აქტიური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში სერია ა ხუთჯერ აქვს მოგებული. მისი ყველაზე დიდი წარმატება კი 1995-96 წლების სეზონს უკავშირდება, როდესაც კონტემ ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა. იტალიელმა სამწვრთნელო საქმიანობა 2006 წელს ”არეცოში” დაიწყო. 2011 წელს კი მან ”იუვენტუსი” ჩაიბარა. ”ბებერმა ქალბატონმა” მისი მესაჭეობით სამჯერ სერია ა, ერთხელ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერ თასი მოიგო. ამჟამად კონტე იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელია, რომელსაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც გაწვრთნის

დიეგო სიმეონე

FBL-ESP-LIGA-ATLETICO-ESPANYOL

“არგენტინელ ჯარისკაცს”, როგორც მას ეძახდნენ, შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. ”ჩოლოს” კარიერაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ეპიზოდი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, როდესაც მან მსაჯს დევიდ ბექჰემი გააძევებინა. ამის გამო სიმეონეს ”ცუდი ბიჭი” შეარქვეს. არგენტინელ ნახევარმცველს ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ. ამჟამად სიმეონე მადრიდის ”ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელია, რომელთან ერთადაც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

ლორან ბლანი

Real Madrid CF v Paris Saint-Germain - UEFA Champions League

ყოფილმა ფრანგმა მცველმა საფეხბურთო კარიერაში განსაკუთრებულ წარმატებას სანაკრებო დონეზე მიაღწია. 1998 წელს მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2000 წელს კი ბლანმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალიც ირგუნა. საკლუბო კარიერაში გამოსარჩევი მისი ”ბარსელონაში”, ”ინტერსა” და ”მანჩესტერში” გატარებული პერიოდია. ფრანგმა სამწვრთნელო კარიერაში სახელი ”ბორდოში” გაითქვა, როდესაც ჟირონდელებთან ერთად 2008-09 წლების სეზონში ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა. ბლანმა საფრანგეთის ნაკრები 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზეც ათამაშა. ამჯამად იგი ”პარი სენ-ჟერმენის” დამრიგებელია.

კარლო ანჩელოტი

FBL-ESP-LIGA-REALMADRID-ALMERIA

ყოფილმა ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა ”პარმაში” დაიწყო, პირველი ტიტული კი ”რომაში” ასპარეზობის პერიოდში მოიპოვა. ამის შემდეგ იყო ”მილანი” სადაც 56 წლის დამრიგებელი 8 ტიტულის მფლობელი გახდა.  სამწვრთნელო საქმიანობაში მისი თავდაპირველი წარმატება სწორედ ”როსონერის” უკავშირდება. ”ლომბარდიელებს” მან ყველა საკლუბო ტიტული მოაპოვებინა. შემდეგ კი ”ჩელსი”, ”პსჟ” და მადრიდის ”რეალი” იყო. ანჩელოტი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. მან ასევე სამ სხვადასხვა ქვეყანაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. იგი მომავალი სეზონიდან სათავეში მიუნხენის ”ბაიერნს” ჩაუდგება და შეეცდება, თავის შესანიშნავ კარიერას კიდევ არაერთი ტიტული შემატოს.

პეპ გვარდიოლა

FBL-GER-BUNDESLIGA-HANNOVER-BAYERN MUNICH

”ბარსელონას” ლეგენდამ სახელი სწორედ ამ გუნდში ასპარეზობით გაითქვა. ყოფილი მცველი ”კატალონიელთა” მაისურით არა ერთი ტიტულის მფლობელი გახდა. იგი ”ბლაუგრანას” ღირსებას 1990-2001 წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში 263 შეხვედრა ჩაატარა. გვარდიოლა ”ბარსელონას” სათავეში 2008 წელს ჩაუდგა. მან გუნდში ახალი სათამაშო ფილისოფია დაამკვიდრა, რითაც ”კამპ ნოუს” ბინადრები მსოფლიოს საუკეთესო კლუბად აქცია. გვარდიოლა ამჟამად მიუნხენის ”ბაიერნის” მთავარი მწვრთნელია, თუმცა უკვე ოფიციალურად გამოცხადებულია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სათავეში მანჩესტერ ”სიტის” ჩაუდგება.

ბლანი: “პარი-სენ ჟერმენმა” გამარჯვება დაიმსახურა”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა “სენტ-ეტიენის” წინააღმდეგ გამართული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ “სენტ-ეტიენმა” “პსჟ” საკუთარ მოედანზე მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.

“სასიამოვნოა, რომ გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და სამი ქულაც დამსახურებულად მოვიპოვეთ. კიდევ ერთი გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ვერ გამოვიყენეთ”, – ამბობს ბლანი.

ბლანი: “ყველა “ჩელსიზე” ფიქრობს”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი აცხადებს, რომ გუნდის ყველა მოთამაშე “ჩელსისთან” გასამართ მატჩზე ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში, პარიზელებმა მეტოქე საკუთარ მოედანზე მიიღეს და ანგარიშით 3:1 დაამარცხეს. განმეორებითი შეხვედრა სამშაბათს, ლონდონში გაიმართება.

“ყველა მატჩს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ ბუნებრივია, რომ ყველა “ჩელსისთან” გასამართ შეხვედრაზე ფიქრობს. ძალიან გვინდა, ნახევარფინალში ვითამაშოთ”, – ამბობს ბლანი.

“პსჟ” დი მარიას შეძენით დაინტერესებული არ არის

პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა განაცხადა, რომ მისი კლუბი მადრიდის “რეალის” ვინგერის, ანხელ დი მარიას შეძენას არ აპირებს.

“ჩვენს კლუბში ყოველთვის მივესალმებით კარგ მოთამაშეებს. მაგრამ, საუბარი მადრიდის “რეალის” ფეხბურთელზეა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია. დი მარიას შეძენა დღის წესრიგში არ დგას” – განაცხადა ბლანმა.

შეგახსენბთ, რომ 25 წლის არგენტინელი ფეხბურთელი, მიუხედავად უმარავი ჭორისა, კლუბის შეცვლას არ აპირებს.

ბლანი: მეორე ტაიმში მოტივაცია არ გვეყო

“პსჟ”-ს მთავარი მთვრთნელი ლორან ბლანი, ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩი შემდეგ, რომელიც პარიზელებმა “ბენფიკასთან” წააგეს, ჟურნალისტებს გაესაუბრა.

“პირველ ნახევარში ყველაფერი კარგად იყო. მეორეში მოტივაცია არ გვყეა. “ბენფიკას” ეს გამარჯვება უფრო სჭირდებოდა და თამაშის სადაცეები საკუთარ ხელში აიღო. რა თქმა უნდა მარცხი საწყენია, თუმცა წინ ბევრი მნიშნველოვანი მატჩი გველის. მიუხედავად იმისა რომ სილვასა და ტიაგოს პარიზში დატოვება გადავწყვიტეთ, ჩვენი შემადგენლობა საკმაოდ ბრძოლისუნარიანი იყო” – განაცხადა ბლანმა.