მიმდინარე სატარნსფერო ფანრჯარაზე აქტიურად იწერებოდა “ლივერპულის” ლიდერის, ფილიპე კოუნტინიოს გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით. მას “ბარსელონას” უკავშირებდნენ, თუმცა, ბრაზილიელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
მერსესაიდელთა ლეგენდამ, სტივენ ჟერარდმა 24 წლის ფეხბურთელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მის გვერდით მითამაშია. ასევე, ვარჯიშებზე კოუნტინიოს მოწინააღმდეგე გუნდშიც ვყოფილვარ. ის ფენომენალური, მაგიური ფეხბურთელია. ბრაზილიელს საოცარი შესაძლებლობები აქვს.”
“მოხარული ვარ, რომ ფილიპე ჩვენთან დარჩა. დარწმუნებული ვარ, ის გუნდის სამომავლო წარმატებებში გადამწყვეტ როლს შეასრულებს,” – განაცხადა ჯერარდმა.