ალესანდრო ფლორენციმ გოლი ბებიასთან ერთად აღნიშნა

იტალიის სერია A-ს III ტურში “რომამ” “კალიარი” ანაგრიშით 2:0 დაამარცხა. გოლები მატია დესტრომ (10′) და ალესანდრო ფლორენციმ (13′) გაიტანეს. ამ უკანასკნელმა გოლი ორიგინალურად აღნიშნა.

გატანილი გოლის შემდეგ ფლორენცი ტრიბუნაზე ავიდა და ბებიას ჩაეხუტა. ფოტოგრაფებმა აღნიშნული ეპიზოდის დაფიქსირება მოახერხეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთავარმა არბიტრმა ასეთი აღნიშვნის გამო ფლორენცის ყვითელი ბარათი უჩვენა.

ფლორენცი თანაკლუბელებმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდეს

იტალიური „რომას“ ნახევარმცველი ალესანდრო ფლორენცი სასაცილო მდგომარეონაში აღმოჩნდა. აშშ-ში მიმავალ ფეხბურთელს თვითმფრინავში ჩაეძინა, რითაც თანაკლუბელებმა ისარგებლეს და ფლორენცი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს.

ალესანდრო ფლორენცის მშვენიერი მაკრატელა “ჯენოასთან” მატჩში

12 იანვარს, იტალიის სერია A-ში, “რომასა” და “ჯენოას” შორის გამართულ შეხვედრაში (4:0), “ჯალოროსის” თავდამსხმელმა, ალესანდრო ფლორენციმ მაკრატელათი მშვენიერი გოლი გაიტანა.