“დანდი იუნაიტედის” მეკარემ ერთ მატჩში სამი პენალტი მოიგერია (ვიდეო)

შოტლანდიის ჩემპიონშიფის V ტურში “დანფერმლაინსა” და “დანდი იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში უჩვეულო რამ მოხდა. სტუმართა კიპერმა ქემერონ ბელმა სამი პენალტი მოიგერია. სამივე თერთმეტმეტრიანი შეხვედრის პირველ ტაიმში დაინიშნა (მე-9 წთ, 27-ე წთ, 32-ე წთ.)

მატჩი “დანდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.