“ემპოლის” ქართველმა ლეგიონერმა, ლევან მჭედლიძემ სერია ა-ს წინა ტურში (“ტორინოს” წინააღმდეგ), პირველ ტაიმში დაზიანება მიიღო. მართალია, მან თამაში გააგრძელა, თუმცა შევხედრის შემდეგ ტრავმა გაუმიზეზდა.
გუშინ ლევანმა ჩვენს საიტთან საუბარში განაცხადა, რომ არ იყო გადაწყვეტილი, ითამაშებდა თუ არა 12 თებერვალს მილანის “ინტერის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში.
როგორც გაირკვა, 26 წლის თავდამსხმელი გუნდი მილანში დაახლოებით, ერთი საათის წინ გაფრინდა. მჭედლიძე კი “ემპოლის” არ გაჰყვა. შესაბამისად, იგი ამ შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო, 18 თებერვალს “ლაციოსთან” მატჩში კი, 99%-ით ითამაშებს.