მჭედლიძის “ემპოლიმ” სეზონის პირველი შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

გუშინ სერია ა-ს შეხვედრები გაიმართა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო “ემპოლისა” და “კროტონეს” დაპირისპირება, რადგან მასპინძელთა რიგებში ლევან მჭედლიძე ირიცხება. გამომდინარე იქედან, რომ ქართველ თავდამსხმელს ახალი მოშუშებული აქვს ტრავმა, იგი მოედანზე არ გამოსულა და შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ლევანის გუნდმა ანგარიში 31-ე წუთზე ბელუსკის გოლით გახსნა. 14 წუთში სამპირისიმ გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი “ემპოლის” მოთამაშემ, კოშტამ 56-ე წუთზე გაიტანა და, საბოლოოდ – 2-1; მჭედლიძის კლუბმა პირველი სამი ქულა მოიპოვა მიმდინარე სეზონში.

ამ გამარჯვებით “ემპოლიმ” 3 ქულა დააგროვა და მე-16 ადგილს იკავებს.

სერია ა-ს კლუბს ჭანტურიას შეძენა სურს!

ტრანსფერებისთვის განკუთვნილი დრო ნელ-ნელა იწურება. გუნდები კი სწორედ ამ პერიოდში ცდილობენ, ბოლოჯერ გაიბრძოლონ და გააძლიერონ თავიანთი შემადგენლობა.

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb.Com-ი ავრცელებს ძალიან საინტერესო ინფორმაციას. როგორც ცნობილი ხდება, სერია ა-ს ახალწვეული, “კროტონე” ქართველი მოთამაშით, გიორგი ჭანტურიათი ინტერესდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჭანტურიას “ქართველი მესის” სახელით მოიხსენიებენ; მას აქვს ძალიან ლამაზი მოძრაობები და კარგი ტექნიკა.

ამჟამად, გიორგი რუსული “ურალის” ღირსებას იცავს. ჯერჯერობით არაა ცნობილი, იყო თუ არა კონტაქტი “კროტონეს” ხელმძღვანელობასა და ჭანტურიას ამჟამინდელი კლუბის მესვეურებს შორის. სატრანფსერო ფანჯრის დასრულებამდე სულ ცოტა რჩება და ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს.

“სერია ა”-ს ახალწვეულმა ამხანაგური შეხვედრა 20:0 მოიგო (ვიდეო)

დღეს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა “სერია ა”-ს დებიუტანტ “კროტონესა” და “რეალ ფონდოს” შორის. მატჩი, ცოტა არ იყოს, კურიოზული ანგარიშით, 20:0 დასრულდა.

გთავაზობთ შეხვედრის ამსახველ ვიდეოს…

კაილ ლაფერტის ლამაზი გოლი “კროტონეს” კარში

29 დეკემბერს, იტალიის სერია B-ში, “კროტონემ” საკუთარ მოედანზე “პალერმო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, სტუმართა მხრიდან ერთ-ერთი გოლი კაილ ლაფერტიმაც გაიტანა.