კლოპი: “ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების დამატებას შევეცდებით”

სულ მალე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, რომელიც დაახლოებით ერთ თვეს გასტანს.

მერსესაიდის “ლივერპულის” თავკაცმა, იურგენ კლოპმა ჟურნალისტეთან ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი შეეცდება, იანვარში კლუბი ახალი ფეხბურთელებით შეავსოს.

“გვყავს ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული დაცვის ხაზი, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით შეტევაზე. ამ რგოლში ორი ან მეტი ფეხბურთელი ნამდვილად არაა გუნდში. ამიტომ, შევსება გვჭირდება. ამის გაკეთება კი იანვარში რთულია. ეს სეზონის შუაში არსებული სატრანფსერო ფანჯარაა და ამიტომ გუნდები ცდილობენნ, რაც შეიძლება, ცოტა სპორტსმენი გაყიდონ. შეიძლება, მათ დიდი ფული შესთავაზო, მაგრამ ამან არ გაჭრას. ისინი ცვლილებებს ერიდებიან. ხოლო, ვისი ყიდვაც დიდად არ გინდა, იმას მარტივად შეიძენ – სულ ესაა.”

“სატრანსფერო ფანჯრის დროს ყოველთის აქტიურად ვმუშაობთ და ახლაც ასე იქნება,” – განაცხადა გერმანელმა მწვრთნელმა.

სერია ა-ს კლუბს ჭანტურიას შეძენა სურს!

ტრანსფერებისთვის განკუთვნილი დრო ნელ-ნელა იწურება. გუნდები კი სწორედ ამ პერიოდში ცდილობენ, ბოლოჯერ გაიბრძოლონ და გააძლიერონ თავიანთი შემადგენლობა.

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb.Com-ი ავრცელებს ძალიან საინტერესო ინფორმაციას. როგორც ცნობილი ხდება, სერია ა-ს ახალწვეული, “კროტონე” ქართველი მოთამაშით, გიორგი ჭანტურიათი ინტერესდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჭანტურიას “ქართველი მესის” სახელით მოიხსენიებენ; მას აქვს ძალიან ლამაზი მოძრაობები და კარგი ტექნიკა.

ამჟამად, გიორგი რუსული “ურალის” ღირსებას იცავს. ჯერჯერობით არაა ცნობილი, იყო თუ არა კონტაქტი “კროტონეს” ხელმძღვანელობასა და ჭანტურიას ამჟამინდელი კლუბის მესვეურებს შორის. სატრანფსერო ფანჯრის დასრულებამდე სულ ცოტა რჩება და ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს.