უცხოური პრესის ცნობთ მეკარე დავიდ ოსპინა კარიერას “არსენალში” გააგრძელებს. ლონდონელები “ნიცას” 4.4 მილიონ ევროს გადაუხდიან. ფეხბურთელი კლუბს შვებულების დასრულების შემდეგ შეუერთდება.
წყაროს ცნობით კონტრაქტი ოთხწლიანი იქნება, ოსპინა კი ხელფასის სახით კვირაში 60 ათას გირვანქას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ოსპინამ 2014 წლის მუნდიალზე კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.