ზენიტი – ბენფიკა 1:0

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში “ბენფიკა” “ზენიტს” ესტუმრა, მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და პლეი-ოფში გასვლის შანსებსაც დაემშვიდობა.

ზენიტი 1-0 ბენფიკა

გოლი: დანი 79′

ბენფიკამ ალმეიდასთან გაახანგრძლივა

“ბენფიკას” ნახევარმცველმა ანდრე ალმეიდამ დღეს პორტუგალიურ კლუბთან ახალი კონტრქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2019 წლამდეა გათვლილი.

“ვაფასებ იმ ნდობას, რაც “ბენფიკას” აქვს ჩემდამი. კლუბის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ” – აღნიშნა ალმეიდამ.

მიმდინარე სეზნში 24 წლის ნახევარმცველმა ლისაბონური კლუბის შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა.

 

“ბენფიკა” – “მონაკო” 1:0

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში “ბენფიკამ” ლისაბონში “მონაკო” მიიღო და მატჩის მიწურულს გატანილი ერთადერთ გოლით დაამარცხა მეტოქე.

ბენფიკა 1-0 მონაკო

გოლი: ტალისკა 82′

ევროპაში პორტუგალიური კლუბების წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობა?

ლისაბონის “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში აცხადებს, რომ ევროპულ ფეხბურთში პორტუგალიური კლუბების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ.

ჟეზუშმა ეს განცხადება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურში “მონაკოსთან” გამართული მატჩის (0:0) შემდეგ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში “ბენფიკას” ცენტრალური მცველი ლისანდრო ლოპესი გააძევეს მოედნიდან.

“მსაჯმა მატჩის პირველ 20 წუთში ორი ყვითელი ბარათი გვიჩვენა, რამაც ჩვენს გეგმებზე გავლენა იქონია. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პორტუგალია კოეფიციენტთა ცხრილში იტალიას და საფრანგეთს ეპაექრება.

“შალკეს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ანალოგური რამ გაუკეთეს “სპორტინგსაც” (33-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს). მსაჯები სპეციალურად უჩვენებენ პორტუგალური გუნდის ფეხბურთელებს ბარათებს, რათა შემდეგ მოედნიდან იოლად გააძევონ. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული საკითხების წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ”, – ციტირებს ჟორჟე ჟეზუშის სიტყვებს პორტუგალიური გამოცემა A Bola.

 

„მონაკო“ – „ბენფიკა“ 0:0

„მონაკოსა“ და ლისაბონის მატჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ერთადერტი გამოდგა, რომელშიც გოლები არ გასულა.

ლევერკუზენი – ბენფიკა 3:1

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ლევერკუზენის “ბაიერმა” ლისაბონის “ბენფიკა” მიიღო. შეხვედრა მასპნიძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ლევერკუზენი 3-1 ბენფიკა

გოლები: კისლინგი 25′ (1:0); ჰეონ-მინ სონი 34′ (2:0); სალვიო 61′ (2:1); ჩალჰანოღლუ 64′ (3:1)

ანდრე ვილაშ-ბოაში: ”თამაშს ვაკონტროლებდით და გვინდოდა უპირატესობა 3 ბურთამდე გაგვეზარდა”

სანტ-პეტერბურგის ”ზენიტის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა, ”ბენფიკასთან” ჩატარებული მატჩის შემდგეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრამ, მთლიანად რუსული გუნდის კონტროლით ჩაიარა.

”პირველი ტაიმი ჩვენთვის იღბლიანი აღმოჩნდა, გაძევებამ კი ”ბენფიკა” საბოლოოდ გატეხა. შესვენების შემდეგ, გვინდოდა ჩვენი უპირატესობა 3 ბურთამდე გაგვეზარდა, მაგრამ ვერ შევძელით.

”ვფიქრობ, რომ მატჩს მთლიანად ვაკონტროლებდით და მეტოქე გუნდზე 1 თავით მაღლა ვიდექით. თუმცა, იყო იმის შესაძლებლობა, რომ ”ბენფიკას” 1 ბურთი გაექვითა.”

”მონაკომ” ”ბაიერთან” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ამას არ ველოდი. მომდევნო შეხვედრა სწორედ ”მონაკოსთან” გვაქვს და აღნიშნულ მატჩში, წარმატების მისაღწევად ბოლომდე ვიბრძლოლებთ.” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ”ზენიტმა” ”ბენფიკა” სტუმრად, ანგარიშით 0-2 დაამარცხა.

ბენფიკას ფორვარდი ავტოკატასტროფაში მოყვა (ფოტო)

“ბენფიკას” ფორვარდი ფრანკო ხარა ავტოკატასტროფაში მოყვა. არგენტინელი ფორვარდი საკუთარი ფორდ მუსტანგით ხეს შეეჯახა.

ფეხბურთელს სერიოზული დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს.

carrojara3dr

ნანი მაქსი პერეირას წინააღმდეგ

“სპორტინგსა” და “ბენფიკას” შორის გამართულ მატჩში ნანიმ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

ჟულიო სეზარი “ბენფიკაში” გადადის

“ქუინს პარკ რეინჯერსის” მეკარე ჟულიო სეზარი ლისაობონის “ბენფიკაში” გადავა.

A Bola-ს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე ჩავიდა პორტუგალიაში კონტრაქტზე ხელის მოსაწერად. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

ჟულიო სეზარმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით MLSის კლუბ “ტორონტოში” გაატარა. ამ დროის პერიოდში ჩაატარა შვიდი მატჩი და გაუშვა 9 გოლი, ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ამასთან, ერთხელ მის მიერ შესრულებული მოგერიება კვირის საუკეთესო სეივადაც დაასახელეს.

ჟულიო სეზარმა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდი მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა, რომლიდანაც ნახევარი გერმანიის ნაკრებმა გაუტანა.

34 წლის ბრაზილიელი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 1,5 მილიონ ევროდ ფასდება.

 

“რომას” ახალგაზრდა ფეხბურთელის შესანიშნავი საჯარიმო “ბენფიკას” კარში

იტალიური “რომასა” და პორტუგალიური “ბენფიკას” 19-წლამდელთა გუნდების დაპირისპირებაში, რომაელთა ფეხბურთელმა მატეო ადამომ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

ობლაკი: სასტარტოში ადგილი გარანტირებული არ მექნება

მოგეხსნებათ, მადრიდის „ატლეტიკომ“ „ჩელსიში“ დაბრუნებული ტიბო კურტუას შემცვლელად ლისაბონის „ბენფიკადან“ იან ობლაკი შეიძინა. სლოვენიელმა კიპერმა პირველი შთაბეჭდილებები ას-ის ჟურნალისტს გაუზიარა.

–         იან, პირველ რიგში, გილოცავთ „ატლეტიკოში“ გადასვლას.

–         დიდი მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ჩავირიცხე. ერთი სული მაქვს, ახალ თანაგუნდელებს როდის გავიცნობ. კლუბის სამწვრთნელო შტაბის წევრებს სამომავლო გეგმებზე უკვე ვესაუბრე.

–         კლუბმა ტიბო კურტუას შემცვლელად გადაგიბირათ.

–         პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე მაქვს გააზრებული. ვეცდები, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ მე და „როხიბლანკოს“ სხვა კიპერები ბელგიელს სათანადოდ შევცვლით.

–         ლა ლიგაში ასპარეზობის პერსპექტივა რამდენად გხიბლავთ?

–         პრიმერა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია და შეიძლება ესპანურ კლუბში გადასვლა ჩემს ახალ გამოწვევადაც ჩავთვალო. მართალია, არც პორტუგალიის პირველობაა დაბალი დონის, თუმცა აქ სხვა საფეხბურთო განზომილებაა.. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ახალ  თანაგუნდელებთან ერთად „ბარსელონასა“ და „რეალის“ დონის კლუბებთან მომიწევს არათუ დაპირისპირება, არამედ უშუალო კონკურენციის გაწევაც.

–         სასტარტოში ადგილს, მგონი, მალევე დაიმკვიდრებთ.

–         არ გეთანხმებით. კლუბში ჩემს გარდა კიდევ ორი უმაღლესი დონის მეკარე ირიცხება. კონკურენცია მძაფრი იქნება, ჩვენგან საუკეთესოს კი დიეგო სიმეონე ამოარჩევს. ჩემი უშუალო კონკურენტის, მიგენ ანხელ მოიას თამაში ნანახი მაქვს და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ის პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია. ასე რომ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ნამდვილად არ მექნება.

–         და ბოლოს, ყოფილ კლუბზე რას გვეტყვით?

–         „ბენფიკას“ ღვაწლი ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ფასდაუდებელია. „არწივებმა“ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაინახეს ჩემში პერსპექტივა, კონტრაქტი გამიფორმეს და ყველა პირობას მიქმნიდნენ იმისთვის, რომ მაღალი დონის ფეხბურთი მეთამაშა. მინდა  ლისაბონური კლუბის ხელმძღვანელებს, გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.