ჯიმი ტაბიძის გოლი ამხანაგურ შეხვედრაში

რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდი, “უფა” კვიპროსზე იმყოფება და იქ გადის სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს. მის შემადგენლობაშ გამოდის ქართველი ფეხბურთელი, ჯიმი ტაბიძე.

ტაბიძემ დღეს თავი ამხანაგურ შეხვედრაში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. “უფა” ადგილობრივ “ალკისს” გაეჯიბრა და დიდი ანგარიშით, 7:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, გოლი კი 70-ე წუთზე გაიტანა – სტანდარტული ჯარიმის შემდეგ, ჯიმიმ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ისე გადაგზავნა ბურთი კარში.

აქვე გეტყვით, რომ “უფა” რუსეთის პრემიერ ლიგაში 20 ტურის შემდეგ 27 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

არაბიძემ “დნიპროს” ორი გოლი გაუტანა (ვიდეო)

26 ნოემბერს უკრაინის ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში დონეცკის “შახტარის” 21-წლამდე გუნდი “დნიპროს” თანატოლებს სტუმრად დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 4-1 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ შახტარელთა შემადგენლობაში ორი გოლის გატანა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი არაბიძემ მოახერხა. მან ჯერ 50-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 55-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ დალაშქრა.

არაბიძის გუნდს 16 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.

ოფიციალურად: “ბარსელონას” ვარსკვლავმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძილვა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეცმა “ბლაგურნასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც გაირკვა, სერხიო კლუბში 2021 წლამდე დარჩება. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ახალ კონტრაქტს აქვს 2023 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივა.

ცნობისთვის, 28 წლის ფეხბურთელი “ბარსას” პირველ გუნდში 2008 წლიდან გამოდის.