ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-9 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე “ვალენსია” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. კატალონიურმა გუნდმა გამარჯვება კომპენსირებულ დროში ლიონელ მესის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით მოიპოვა. პენალტის შესრულებამდე ვალენსიელთა კიპერი დიეგო ალვესი არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას შეეცადა.
“მე შენ ერთხელ უკვე აგიღე პენალტი და შენ ეს იცი. გახსოვს ის ეპიზოდი?” – უთხრა დიეგო ალვესმა მესის პენალტის დარტყმამდე.
ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგიურმა შეტევამ ვერ იმოქმედა და მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა.