გუშინ პრემიერ ლიგის მეთვრამეტე ტურში “მანჩესტერ სიტიმ” ლონდონის “ტოტენჰემი” ანგარიშით, 4-1 დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ მეთექვსმეტე მოგებაც გაიფორმა.
დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ესაუბრა. ესპანელმა თავის მოთამაშეზე, კევინ დე ბრუინზე გაამახვილა ყურადღება.
“ის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, ჩვენი აკადემიისთვის შესანიშნავი მაგალითია. მათ კარგად იციან, როგორია კევინი და როცა ის ბურთთან ერთად გარბის, ან როცა იბრძვის, ამ მომენტებიდან ჩვენს ახალგაზრდებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. დე ბრუინი გვეხმარება, რომ უკეთესი კლუბი ვიყოთ, გვქონდეს სწორი სისტემა, რომელიც სამომავლოდ უფრო განვითარდება.”
“სიტყვებით ვერ შევაფასებ იმას, რასაც ბელგიელი ბურთით აკეთებს. მას, როცა მეკარისგან 40 მეტრითაა დაშორებული, მაშინაც კი შეუძლია მეტოქისთვის ხიფათის შექმნა. როცა მის უკან მყოფი ადამიანები ხედავენ, როგორც გარბის იგი, თვითონაც ფიქრობენ, რომ ასე აუცლებლად უნდა ირბინონ და სწორედ ამგვარად დაეხმარონ გუნდს,” – აცხადებს გვარდიოლა.