“ლივერპული” “ახალი ზლატანით” ინტერესდება

შვედური გაზეთი, Expressen-ი იტყობინება, რომ მერსესაიდის “ლივერპული” სერიოზულად არის დაინტერესებული “ახალ ზლატანად” წოდებული 17 წლის შვედი თავდამსხმელით, ალექსანდერ ისაკით.

ახალგაზრდა ტალანტი გოტენგბურგის “აიკში” 2016 წლის მარტიდან გამოდის. მან 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ისაკი შვედეთის 17 წლამდე ეროვნული ნაკრების წევრიცაა.

17 წლის მოთამაშით, გარდა “ლივერპულისა”, ისეთი გრანდები ინტერესდებიან, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პსჟ”-ა.

მოკლედ, შვედ ფეხბურთელს არჩევანი დიდი აქვს. საინტერესოა, რომელ გუნდს აირჩევს იგი. ან, შესაძლებელია, არ იჩქაროს, “აიკში” დარჩეს და იქ განაგრძოს განვითარება.

“ლივერპული” ახალი იბრაჰიმოვიჩის გადაბირებას აპირებს

ესპანური გამოცემა Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა თვალი 17 წლის შვედ თავდამსხმელს, ალექსანდერ ისაკს დაადგეს.

ახალგაზრდა ტალანტმა “ენფილდის” ბინადართა ყურადღება “აიკში” ბრწყინვალე ასპარეზობით მიიქცია. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდერის დებიუტი პროფესიონალ ფეხბურთში თებერვლის თვეში შედგა, “ლივერპული” უკვე მზადაა, კონტრაქტი შესთავაზოს “მომავალ ზლატანს”.

თუმცა, იურგენ კლოპი ერთადერთი არ არის, რომელსაც შვედი შემტევის გადაბირება სურს – 22 მატჩში 9 გოლის გამტანი ფორვარდის შეძენით მადრიდის “რეალი”, “ლესტერ სიტი” და მიუნხენის “ბაიერნია” დაინტერესებული.