ვენგერი: “არსენალი” იოზილს და სანჩესს იანვარში არ გაყიდის”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თავისი გუნდის ლიდერების იანვარში გაყიდვა გამორიცხა.

“რა თქმა უნდა, იოზილისა და სანჩესის წასვლას გამოვრიცხავ. ამაზე ყოველ დღე არ ვფიქრობ. იმ დროის მანძილზე, რაც ისინი ჩვენთან არიან, ძალიან ბევრი რამ გააკეთეს გუნდისთვის. ჩემი ხედვით, ეს დუეტი სეზონის ბოლომდე დარჩება ჩვენთან. თუ რამე წარმოუდგენელი არ მოხდა, ეს მართლაც ასე იქნება. ხოლო, სეზონის ბოლოს ისინი თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ჩემზე, ამ მხრივ, ბევრი რამ ნამდვილად არაა დამოკიდებული.”

“უილშირი? ყველამ და პირველ რიგში მან იცის ყველაზე კარგად, რომ მის სურვილს ბოლომდე ვითვალისწინებდი. ჩემი პრიორიტეტი იმის გაკეთება იყო, რაც მისთვის იქნებოდა საუკეთესო. თუ ჩავთვლი, რომ მას აქ დარჩენა სურს, ამისთვის 100 პროცენტით დავიხარჯები,” – ამბობს ვენგერი.

ვენგერი: “ოზილი საკმარისად თავდაჯერებული არაა”

ლონდონის “არსენალის” ერთ-ერთი ლიდერი, მესუთ ოზილი დიდი რაოდენობის გოლს ისევ ვერ იტანს. გერმანელმა ფლეიმეიკერმა მეტოქის კარის აღება ბოლოს 10 დეკემბერს შეძლო. ეს ფაქტი არ მოსწონს “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს, რომელიც თვლის, რომ 28 წლის შეგირდს ბოლო ფაზაში თავდაჯერებულობა აკლია.

“დროა, მესუთმა ისევ გაიტანოს. მან პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრებშ ბევრი შანსი ვერ გამოიყენა. რეალურად, მას ექმნება მომენტები, თუმცა ბოლო ფაზაში სათანადოდ ვერ მოქმედებს. ჩემი აზრით, გერმანელს თავდაჯერებულობა აკლია. ეს მისთვის, როგორც გუნდის ლიდერისთვის, დაუშვებელია.”

“იმედია, მესუთი მის შესაძლებლობებში მალე დარწმუნდება. სწორედ ეს აკლდა მას ბოლო ტურის შეხვედრაში, “ჰალ სიტის” წინააღმდეგ. იმედი მაქვს, ეს აღარ განმეორდება,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

კარიკატურა: ოზილი “რეალზე” ოცნებობს (ფოტო)

ლონდონის “არსენალის” მესვეურები ცდილობენ, ოზილი შეინარჩუნონ. ზოგი ფირქობს, რომ მესუთს ვენგერის გუნდში დარჩენა არ სურს.

რატომ?

ომარ მომანის აზრით, ოზილი “რეალზე” ოცნებობს…