როგორ მიულოცა რამოსმა ბექჰემს დაბადების დღე? (ფოტო)

დღეს ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექემის დაბადების დღეა. მას 43 წელი შეუსრულდა.

მადრიდის “რეალის” კაპიტანი, სერხიო რამოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მისალოც პოსტს, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: “გილოცავ დაბადების დღეს. შენ უკვე გაქვს საჩუქარი: კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგის ფინალი!!! ყველაფერი საუკეთესო, მეგობარო.”

 

ბექჰემი: “ტოტის გამო, “რომაში” თითქმის გადავედი”

დევიდ ბექჰემმა ფრანჩესკო ტოტისთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

“ამერიკაში თამაშის დროს, ცოტა დამაკლდა, რომ  “რომაში” გადავსულიყავი. ამის შესაძლებლობა ნამდვილად მქონდა. უმთავრესი მიზეზი კი რომაული კლუბის ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი იყო. მის გვერდით თამაში განსაკუთრებული იქნებოდა. როცა ტოტის წინააღმდეგ გამოვდიოდი მინდორზე, ის მატჩებიც ძალიან დასამახსოვრებელი იყო,”  – განაცხადა დევიდმა.

“რეალმა” ანტირეკორდი გაიმეორა

დღეს პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვდრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ეიბარი” მიიღო. გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და, საბოლოოდ, ანგარიში 1-1 დააფიქსირეს. ეს ფრე ზედიზედ მეოთხეა ზიდანის “რეალისთვის”.

საგულისხმოა, რომ “ბლანკოსმა” დღეს ანტირეკორდი გაიმეორა, რადგან ზედიზედ ოთხი ფრე ბოლოს მას “ზიზუს” ფეხბურთელობის ბოლო სეზონში (2005/2006), კონკრეტულად, მარტში ჰქონდა.