6 სქტემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ირლანდიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა, მარტინ ო’ნილმე შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ. მეორე ნახევარში ბევრი ხარვეზი გამოვასწორეთ და ამან შედეგი მოიტანა.”
“ირლანდიას ისეთი მატჩების მოგებაც შეუძლია, რომლებშიც მთლად მოწოდების სიმაღლეზე ვერაა. ეს დღეს დავამტკიცეთ!”
“შეხვედრის წინ ჩემი სპორტსმენები თავდაჯერებულნი გავიდნენ მოედანზე. მაგრამ როცა მეტოქე მოულოდნელად აგრესიულად იწყებს თამაშს, ბურთის ართმევა გიჭირს და ის შენს ნახევარს მიგაჯაჭვებს, ამის შემდეგ რთულია, თავდაჯერებულად იასპარეზო. ცოტა დრო დაგვჭრდა აზრზე მოსასვლელად. საბოლოოდ, მისაღები შედეგი დაფიქსირდა.”
“მეორე ტაიმში ურო აქტიურად ვთამაშობდით პრესინგზე. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ რაღაც პერიდის განმავლობაში ბურთის კონტროლზე უპირატესობა ჩვენ გვქონდა. კოულმენმა გაიტანა… ის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ჩვენთვის! ეს გამარჯვება, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა!” – განაცხადა ო’ნილმა.