დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში უელსის გუნდს დაუპირისპირდება.
ქართველმა მარცხენა მცველმა, ზურაბ ცისკარიძემ წინასამატჩოდ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ირლანდიასთან კარგი მატჩი ჩავატარეთ. სამწუხაროა, რომ იმ შეხვედრაში დავმარცხდით, სადაც სამ ქულას ვიმსახურებდით. დაახლოებით, იგივე სიტუაცია იყო ავსტრიასთან შეხვედრაში. იმ მატჩშიც 3-4 ას პროცენტიანი შანსი გვქონდა, თუმცა მომენტების რეალიზება ვერ შევძელით.”
“იმედია, უელსელებთან შანსებს გამოვიყენებთ.”
“გარეთ ბეილი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. იგი პროფესიონალი მოთამაშეა. ვფიქრობთ, როგორ შევაჩეროთ ბეილი. დიდი პატივი იქნება, თუ მის წინააღმდეგ მომიწევს თამაში. იმედია, ამის საშუალება მომეცემა,” – განაცხადა ცისკარიძემ.