„დნიპრომ“ „შახტარი“ კანკავას გარეშე დაამარცხა

უკრაინის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში დნეპროპეტროვსკის „დნიპრომ“ დონეცკის „შახტარი“ მიიღო, რომელსაც მიმდინარე კვირას უკვე მეორედ შეხვდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მირონ მარკევიჩმა ამ შეხვედრაზე მეორე შემადგენლობა გამოიყვანა, რამდენიმე დღეში გუნდს ევროპის ლიგის ფინალი ელის, შესაბამისად, დასვენების საშუალება ჯაბა კანკავასაც მიეცა.

მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. უკვე მე-7 წუთზე სტუმრები ტეიშეირას გოლით დაწინაურდნენ. 22-ე წუთზე „დნიპრომ“ წონასწორობა მათეუსის გოლით აღადგინა, თუმცა ხუთ წუთში ტეიშეირამ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი კვლავ დააწინაურა.

მეორე ნახევარში „დნიპრომ“ გამარჯვება მაინც შეძლო. 64-ე წუთზე ანგარიში ბეზუსმა გაათანაბრა, 81-ე წუთზე კი თავისი გუნდი ლუჩკევიჩმა დააწინაურა.

საბოლოოდ, „დნიპრომ“ 53 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „შახტარს“ ახლა ორი ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კანკავას გუნდს მეორე ადგილზე გასვლის თეორიული შანსი ჯერ კიდევ დარჩა.

„დნიპრო“ – „შახტარი“ – 3:2
გოლები: მათეუსი 22′, ბეზუსი 64′, ლუჩკევიჩი 81′ – ტეიშეირა 7′, 27′

კანკავას „დნიპრო“ უკრაინის თასს დაემშვიდობა

ევროპის ლიგის ერთ-ერთმა ფინალისტმა, დნეპროპეტროვსკის „დნიპრომ“ დონეცკის „შახტართან“ უკრაინის თასის 1/2-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ფრედ, 1:1 ითამაშა.

ცნობისთვის, პირველი მატჩი დნეპროპეტროვსკში „შახტარის“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ამრიგად, „დნიპრომ“ უკრაინის თასის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე „დნიპრომ“ გახსნა – ფედორჩუკმა მეტოქის ფლანგზე იაქტიურა, რის შემდეგაც სწრაფი შეტევა წამოიწყო და ბურთი კალინიჩს გადასცა, რომელიც აილსინიოს სწრფად გასცდა, ბოლოს კი მეკარე პიატოვსაც აჯობა.

მატჩის მთავარი ეპიზოდი შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოხდა, როდესაც ჯაბა კანკავამ თავის საჯარიმოში გლადკი წააქცია – მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიან ნიშნულთან ლუის ადრიანო მივიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ცნობისთვის, ჯაბამ 84-ე წუთამდე ითამაშა, რის შემდეგაც ის შახოვმა შეცვალა.

ამრიგად, „დნიპრო“ ევროპის ლიგის ფინალური შეხვედრისთვის მზადებას აგრძელებს.

კანკავა და კობახიძე სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ

უკრაინული პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე მოხვდნენ.

კანკავას შემთხვევა ცოტა უცნაურაი, ვინაიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კიევის “დინამოსთან” მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა, თუმცა უკრაინელ ჟურნალისტებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

კობახიძემ კი “ჰოვერლასთან” მოგებულ შეხვედრაში ანგარიში ულამაზესი გოლით გახსნა. 

ევროპა ლიგის განმეორებითი მატჩების სიმბოლური გუნდი

დასრულდა ევროპა ლიგის ნახევარფინალური მატჩები, სადაც ორი ფინალისტი გამოვლინდა. დასკვნით ეტაპზე ერთმანეთს დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალური განმეორებითი დაპირისპირებები შემდეგ, უეფამ სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც უკრაინულ გუნდში მოთამაშ ქართველი, ჯაბა კანკავა მოხვდა.

jaba

კანკავამ ნეაპოლში ქულა მოიპოვა

ნეაპოლში, ადგილობრივ “ნაპოლისა” და “დნიპროს” შორის ევროპის ლიგის პირველი ნახევარფინალური დაპირისპრება ფრედ, 1:1 დასრულდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 50-ე წუთზე დავიდ ლოპესმა დააწინაურა, საბოლოო შედეგი კი შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე სელეზნიოვმა დააფიქსირა.

უკრაინული გუნდის სასტარტოში იყო ჯაბა კანკავა, რომელიც 69-ზე რონამ ბეზუსმა შეცვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო.

 

“დნიპრომ” კანკავას გარეშე გადრანის “ჩერნომორეცი” დაამარცხა

ოდესის “ჩერნომორეცმა” “დნიპროს” მისსავე მოედანზე უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ “დნიპროს” შემადგენლობაში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების კაპიტან, ჯაბა კანკავს, ხოლო ოდესელთა რიგებში 46-ე წუთიდან გიორგი გადრანი გამოჩნდა.

მარიგად, “ჩერნომორეცი” 18 ქულით მეთერთმეტეა, “დნიპროს” აქტივში კი 50 ქულა და მეორე ადგილია, თუმცა “შახტარს”, რომელსაც დნეპტოპეტროვსკელები 2 ქულით უსწრებენ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ჯაბა კანკავა და „დნიპრო“ ევროპის ლიგის 1/2 ფინალში გავიდნენ

დასრულდა ევროპის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ოთხივე განმეორებითი მატჩი. ერთ-ერთი შეხვედრა დნეპროპეტროვსკში შედგა, სადაც „დნიპრომ“ „ბრიუგე“ მიიღო.

პირველი მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, შესაბამისად მატჩი დაძაბული უნდა ყოფილიყო.

თუმცა, შეხვედრა თავიდანვე სანახაობით არ გამორჩეულა. სტუმრებმა მეორე ნომრად თამაში აირჩიეს. პირველ ნახევარში „დნიპროს“ შეტევები უკრაინელთა სასარგებლოდ ვერ სრულდებოდა – მასპინძლები მხოლოდ ბანალური გადაცემებით და სუსტი დარტყმებით გამოირჩნენ. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კონოპლიანკას ანგარიშის გახსნა შეეძლო, როდესაც მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბურთი მეტოქის კარს სულ მცირე მანძილის ასცდა. თამაში პირველი ტაიმის სცენარით კიდევ დიდ ხანს მიმდინარეობდა. შეხვედრის ბოლოს მასპინძლებმა ზეწოლას მოუმატეს. ერთ-ერთ ეპიზოდში რუსლან როტანმა ცენტრიდან ბურთი მარჯვენა ფლანგზე ევგენი შახოვს გადასცა, რომელმაც მარცხენა ფეხით მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა – მცირე რიკოშეტი და ანგარიშიც გახსნილია!

დარჩენილ დროში სიტუაცია არსებითაც არ შეცვლილა. საბოლოოდ, 1:0 და დნეპროპეტროვსკელები ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში არიან.

რაც შეეხება „დნიპროს“ ქართველ ლეგიონერს, ჯაბა კანკავას, მან ამჯერად 90 წუთის განმავლობაში ითამაშა, გოლის გატანამდა ერთი წუთით ადრე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

„დნიპრო“ – „ბრიუგე“ 1:0
გოლი: შახოვი 82′

„დნიპრო“: ბოიკო, ფედეცკი, დუგლასი, ჩერებიაჩკო, მატოსი, კანკავა, როტანი, ლუჩკევიჩი (გამა 90+1), ბეზუსი (შახოვი 46′), კონოპლიანკა, სელეზნევი (კალინიჩი 72′)

„ბრიუგე“: რაიანი, დე ფაუვი, დუარტე, მეხელე, დე ბოკი, ბორმერი, სიმონსი, სტორმი (ვიქტორ ვასკესი 86′), რაფაელოვი, დე სუტერი (ულარე 70′), იოსკიერდო (დირკსი 86′)

გაფრთხილებები: როტანი, კანკავა – ულარე

სხვა მატჩების შედეგები:

„ფიორენტინა“ – კიევის „დინამო“ 2:0 (3:1 ორი მატჩის ჯამში)
„ნაპოლი“ – „ვოლფსბურგი“ 2:2 (6:4)
„ზენიტი“ – „სევილია“ 2:2 (3:4)

ლეგიონი: უკრაინის თასზე მხოლოდ კანკავა დარჩა

გუშნ, უკრაინის თასის გათამაშების ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. საუკეთესო ოთხეულშ მოხვედრის შანსი 3 “ქართულ” გუნდს ჰქონდა, თუმცა შემდეგი ეტაპის საგზური მხოლოდ ჯაბა კანაკვას “დნიპრომ” მოიპოვა.

დნეპროპეტროვსკელებმა ოდესის “ჩერნომორეცს” მეორე მატჩიც მოუგეს და საერთო ანგარიშით, 5:0 ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. დიდი ანგარიშით მოგებული პირველი შეხვედრის შემდეგ “დნიპრომ” გუშინ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მიეცა. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავაც. ოდესელთა სასტარტოშ კი მათი ახალწვეული, გიორი გადრანი გახლდათ, რომელიც მწვრთნელმა მე-12 წუთზე შეცვალა.

ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლო ლუგანსკის “ზორიამ”, რომელიც კიევში, ადგილობრივ “დინამოს” ესტუმრა და 2:0 დამარცხდა (პირველი მატჩი 2:1 კიეველთა სასარგებლოდ). სტუმართა ქართველი შემტევი, ჯაბა ლიპარტია მოედანზე არ გამოჩენილა.

კანკავას “დნიპრომ” მეორეზე გადაინაცვლა

უკრაინის ჩემპიონატის მე-18 ტურში ჯაბა კანკავას “დნიპრო” პოლტავის “ვორსკლას” ესტუმრა და მეტოქეს 3:1 სძლია.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ამ გამარჯვები “დნიპრომ” 18 მატჩის შემდეგ 40 ქული მოიპოვა და მინიმუმ ერთი დღით უკრაინული ლიგის მეორე საფეხურზე გადაინაცვლა.

კანკავასთან მისული გულშემატკივარი: „პირველ რიგში, მე ჩემს ქვეყანას დავუჩოქე“

საქართველოსა და გერმანიას შორის გუშინდელი მატჩი ქართველი გულშემატკივრების აქტიური ქმედებებით გამოირჩა. ყველაზე დასამახსოვრებელი შესვენების დროს მოედანზე შესული მაყურებელი ზაზა არდიშვილი იყო, რომელიც ჯაბა კანკავასთან მივიდა. ჩვენი საიტი მას დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– გუშინდელი მატჩის შემდეგ შენზე მთელი ქვეყანა საუბრობს. უმეტესობისთვის ეს ქმედება სამაგალითო იყო, ზოგმაც გაგაკრიტიკა. რა გახდა შენი მოედანზე შეჭრის მიზეზი?

„ჩემი გუშინელი გადაწყვეტილების მიზეზი იყო მატჩამდე ერთი დღით ადრე ქართველი გულშემატკივრის საქციელი, რომელმაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს დაუჩოქა და აკოცა. მე იმ ადამიანს, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ამის უფლება არ მაქვს და ის ამას არც იმსახურებს. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ მივაყენებთ იმ ადამიანს შეურაცხყოფას და სამშობლოს მოღალატედ ნუ შევრაცხავთ და მე – გმირად. ჩემს “დაჩოქებას” რაც შეეხება, მიუხედავად ჯაბა კანკავას პიროვნების უდიდესი პატივისცემისა, მე დავუჩოქე ჩემს ქვეყანას. იმ ადამიანს კი, რომელმაც შვაინშტაიგერს დაუჩოქა, მინდა ვუთხრა, რომ მას ცუდი არაფერი გაუკეთებია. ერთი სიტყვით, ჩემი საქციელი იყო ის სულ მცირედი ბიძგი, რაც ქართველი ხალხისთვის მინდოდა მიმეცა. გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა – ჯერ ჩვენი დავაფასოთ და მერე სხვისი“

– ცოტა დაწვრილებით მოგვიყევი იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდი მოედანზე. თითქოს დაცვის სამსახურის ბევრი წარმომადგენელიც იდგა, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწიე…

„დროშაზე ჩავსრიალდი… მეც ფეხბურთელი ვიყავი და დაცვის სამსახურს სისწრაფეში ვაჯობე“

– თავად ჯაბამ მისვლის მომენტში რა გითხრა? ან შეხვედრის შემდეგ თუ ისაუბრეთ?

„შეხვედრის შემდეგ არ გვისაუბრია. მასთან მისვლის მომენტში კი ხელი გადამხვია და ჩამეხუტა, ხმაური იყო და მისი სიტყვები კარგად ვერ გავიგონე“

– გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც დაცვას შენი გაყვანა სურდა, ფეხბურთელები გვერდში დაგიდგნენ. ყველაზე მეტად ვინ გამოირჩა?

„თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ნავალოვსკი“

– მეორე ტაიმის ნახვა თუ მოასწარი?

„კი, რა თქმა უნდა“

– ჩვეულებრივად ტრიბუნაზე დაბრუნდი?

„შემოვლითი გზით“

– განვლილი ორი მატჩის მიხედვით, ნაკრებისა და კონკრეტულად კახა ცხადაძის სამუშაოს როგორ შეაფასებდი?

„დადებითად. უბრალოდ, ნაკრებს ჯერ შეუთამაშებლობა ეტყობა. ბატონი კახა ძალიან კარგი მწვრთნელია და, იმედია, წარმატებაც მოვა“.

– და ბოლოს რას უსურვებდი ქართველ გულშემატკივარს?

„You Will Never Walk Alone, Walk on with hope in your heart“

ჯაბა კანკავა: “დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ გერმანიასთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

ჯაბა კანკავა: “საინტერესო მატჩის მოლოდინში ვართ. ვფიქრობ, რომ ბრძოლის ხარჯზე წარმატებაზე ფიქრი შეიძლება. ახალი მწვრთნელისთვის პირველი ოფიციალური თამაშია და მას წარმატებას ვუსურვებ.  

მთავარია დაცვაში კომპაკქტურად ვითამაშოთ და თავისუფალი ზონები არ დავტოვოთ. შანსები გვექნება, მთავარია მათი გამოყენება შევძლოთ.” 

კობახიძის ფრე და კანკავას გამარჯვება

უკრაინის ჩემპიონატის მე-16 ტურში ლუცკის “ვოლინი” საკუთარ მოედანზე ოდესის “ჩერნომორეცს” დაუზავდა. მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა სანდრო კობახიძემ.

ამავე ტურის შეხვედრაში ჯაბა კანკავას “დნიპრომ” ლვოვში, ადგილობრივ “კარპატის” მინიმალურად სძლია. დნეპროპეტროვსკელთა რიგებში სრულად ითამაშა ჯაბა კანკავამ, რომელამც 81-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.