ისრაელის პოლიციამ პალესტინური კლუბის თავკაცი ტერორისტის მხარდაჭერის გამო დააპატიმრა

ისრაელის პოლიციამ იერუსალიმში პალესტინური კლუბის “ჰილალ ალ-ქუდსის” მთავარი მწვრთნელი მაჰერ აბუ სანინა დააპატიმრა. “ნიუსვიქის” ცნობით, აღნიშნულმა სპეციალისტმა საკუთარ ფეხბურთელებს ტერორისტის მხარდამჭერი ბანერის დემონსტრირებით გუნდური ფოტოს გადაღება მოსთხოვა. წყაროს თანახმად, ამ ტერორისტმა იერუსალიმში ორი ადამიანი მოკლა.

მაჰერ აბუ სანინა კვირას დილით დააპატიმრეს. იგი სასამართლოს წინაშე 19 ოქტომბერს წარსდგება.

პალესტინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “ჰილალ ალ-ქუდსს” 10 ქულით პირველი ადგილი უკავია.