11 მარტს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე შესარჩევი ეტაპის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა და მეთექვსმეტედფინალის მონაწილე ყველა გუნდი გამოვლინდა.
წყალტუბოს “26 მაისის სახელობის” სტადიონზე ადგილობრივმა „სამგურალი-2“-მა გულრიფშის „კოლხს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები ბექა ლეშკაშელმა და ლევან ლიპარტელიანმა გაიტანეს, დამარცხებულთა მხრიდან კი -გოჩა ტვილდიანმა.
თბილისში „ბენდელას“ სტადიონზე „შევარდენი 1906“ ქედის „ბეთლემს“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. პირველი გოლი მე-11 წუთზე გავიდა, საბა თვალავაძემ ბურთ საკუთარ კარში ჩაჭრა, 84-ეზე კი, საბოლოო ანგარიში დავით ოდიკაძემ დააფიქსირა.
საქართველოს თასის მესამე შესარჩევი ეტაპის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
სამეგრელო – მარგვეთი 2006 2:0
გარეჯი – საბურთალო-2 4:0
ლესიჭინე 2016 – დინამო სოხუმი 1:0 დ.დ. (1:0)
ვარკეთილი – გორი 1:2 დ.დ. (0:1)
საპოვნელა – მარკ სტარსი 1:0
ლოკომოტივი-2 – ალგეთი 2:3 დ.დ. (2:2)
ლიახვი აჩაბეთი – სქური 0:1
ჭიათურა – თელავი 2:0
კოლხეთი ხობი – იმერეთი 0:1
გარდაბანი – ნორჩი დინამო 3:4
მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები 15 მარტს გაიმართება. აღნიშნულ ეტაპზე გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
კოლხეთი 1913 – დინამო ბათუმი
ზუგდიდი – ცხინვალი
შევარდენი 1906 – საბურთალო
სამეგრელო – გურია
საპოვნელა – ტორპედო
ლესიჭინე 2016 – ჩიხურა
ალგეთი – დინამო თბილისი
ვიტ ჯორჯია – სამტრედია
სამგურალი-2 – დილა
გარეჯი – იმერეთი
გაგრა – მეშახტე
რუსთავი – მერანი
სქური – სიონი
ფკ გორი – შუქურა
ნორჩი დინამო – ლოკომოტივი
ჭიათურა – სამგურალი