მინოლე: “მანჩესტერ სიტის” შეჩერება კვლავ შესაძლებელია”

“მანჩესტერ სიტი” ინგლისის პრემიერ ლიგაში შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. “ქალაქელებს” 11 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვთ და, რა თქმა უნდა, ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები არიან. მათ მიყოლებით ბოლო ცხრა მატჩი მოიგეს. საერთო ჯამში კი, ათ თამაშში იმარჯვეს და ერთი ფრე ითამაშეს.

ზემოთ აღნიშნულის და სხვა შესანიშნავი სტატისტიკის მიუხედავად, მერსესაიდის “ლივერპულის” მეკარე, სიმონ მინოლე თვლის, რომ მანჩესტერელთა შეჩერება კვლავ შესაძლებელია.

“სიტი” მშვენიერ ფორმაშია. მისი ფეხბურთელები უმაღლეს კლასს აჩვენებენ. თუმცა, როგორც ყოველთვის, პრემიერ ლიგა გრძელი მოგზაურობაა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ჯერ კიდევ შესაძლებელია გვარდიოლას გუნდის შეჩერება. “ვესტ ჰემთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლიდერებს მივუახლოვდით. ზამთრის დატვირთულ პერიოდში ნებისმიერი რამ შესაძლოა, მოხდეს. ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული: როგორ გადავლახავთ კონკრეტულ გამოწვევებს,” – აცხადებს 29 წლის ბელგიელი.

იურგენ კლოპი: “მართალია მინოლეს წყინს, თუმცა “ლივერპულის” პირველი ნომერი ახლა კარიუსია”

ინგლისური “ლივერპულის” თავკაცმა გუნდში არსებულ მეკარეების პრობლემაზე ისაუბრა.

“ის ნამდვილი პროფესიონალია, რამდენჯერმე მომიწია მასთან ამ თემაზე საუბარი, რადგანაც მისგან სრულყოფილი პასუხის მიღებას ვერ ვახერხებდი.

ვერ ვეტყვი: “შენ ცუდი ხარ, ის კი კარგია და ამიტომაც ვათამაშებ ხოლმე მას.” საქმე უხერხულობასთან გვაქვს. გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და მივიღე კიდეც. რა თქმა უნდა, მას ეს არ უხარია, მაგრამ ის ამავდროულად ძალიან სერიოზული პიროვნებაცაა, ნამდვილი პროფესიონალი.

ჩვენთვის ეს ყველაზე კომფორტული სიტუაციაა, რისი წარმოდგენაც შეიძლება – ჩვენ ორი მაღალი დონის მეკარე გვყავს, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არიან. ორივე მათგანი თავდაუხრელად მუშაობს, რაც ნამდვილად მახარებს.” – განაცხადა კლოპმა.