ვალდანო: “როცა “რეალი” ჩავიბარე, რაულს “ატლეტიკოში” დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი”

მადრიდის “რეალის” ყოფილი მწვრთნელი, ხორხე ვალდანო ყვება, რომ კლუბში მუშაობის პერიოდში “ბლანკოსის” ლეგენდას, რაულ გონსალეს ბლანკოს მადრიდული გრანდის დატოვება სურდა.

“როცა “რეალში” მივედი სამუშაოდ, რაული იქ უკვე ორი წელი თამაშობდა. რამონ მარტინესმა მითხრა, რომ მას გუნდის დატივება და “ატლეტიკოში” დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი. მასთან მივედი და ამ საკითხზე ვესაუბრე. საბოლოოდ, დავარწმუნე, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა,” – ამბობს არგენტინელი.

რაულ გონსალესმა სწორედ “ატლეტიკოს” აკადემიაში დაიწყო ვარჯიში, თუმცა შემდეგ მან “რეალის” ასაკობრივ გუნდს მიაშურა.

ხორხე ვალდანო: “ასენსიო მესის მაგონებს”

ხორხე ვალდანომ AS-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მას მადრიდის “რეალზეც” ჰკითხეს. მოგეხსენებათ, არგენტინელი წარსულში სწორედ “ბლანკოსში” თამაშობდა, შემდეგ კი ხელმძღვანელობაში მუშაობდა.

“რეალს” ლა ლიგაში რთული სიტუაცია აქვს. თუმცა, ცალსახაა, რომ მის ფეხბურთელებს ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის შესაძლებლობა აქვთ. უბრალოდ, ახლა ქულები აღარ უნდა დაკარგონ. მათთვის ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია.”

“ასენსიო ყველა პოზიციაზე იდეალურად თამაშობს. თუმცა, ის, რაღაც მხრივ, მესის მაგონებს; იმ ლეოს, რომელიც არგენტინის ეროვნული ნაკრებისთვის თამაშობს. როცა ის ბურთს იღებს, რაღაც სახიფათო აუცილებლად ხდება. ის ძალიან მოძრავია და თანაგუნდელებისთვის დიდ დამხმარე ძალას წარმოადგენს,” – აცხადებს ვალდანო.

ხორხე ვალდანო: “მესი იქამდე ითამაშებს ფეხბურთს, სადამდეც მოუნდება”

არგენტინელმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ხორხე ვალდანომ France Football-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი თანამემამულის, ლიონელ მესის შესაძლებლობები განუსაზღვრელია; მისი აზრით, სწორედ ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, “ბარსელონას” სუპერვარსკვლავს ძალიან დიდ ხანს შეუძლია თამაში.

“მესის ფიზიკურ კონდინციებს საზღვრები არ აქვს. ის, თუ სადამდე ითამაშებს ლეო, დამოკიდებულია მის ფსიქოლოგიურ და არა ფიზიკურ მდგომარეობაზე. მას შეუძლია, იქამდე აგოროს ბურთი, სადამდეც სურს.”

“როცა მესის გუნდელები 11-12 კილომეტრს დარბიან, იგი მხოლოდ 7-ს  გადის. თუმცა, ამ დროს ახერხებს გაიტანოს სამი გოლი და ნეიმარს ერთი საგოლე გადაცემაც გაუკეთოს. მას ბევრი მოძრაობა არ სჭირდება – იგი ისედაც გენიალურია!”

“რონალდოც ძალიან არაოდინარული ფეხბურთელია, რომელიც ბევრს შრომობს, იბრძვის და შესაბამისი წარმატებებიც აქვს,” – განაცხადა ვალდანომ.