აგუერო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ფერნანდინიო – სამით (ვიდეო)

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები – სერხიო აგუერო და ფერნანდინიო დასაჯა.

არგენტინელ თავდამსხმელს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ფერნანდინიოს კი სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

შესაბამისად, ბრაზილიელი ნახევარმცველი “ლესტერ სიტის”, “უოტფორდისა”, და “არსენალის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს, აგუერო კი საკუთარ გუნდს ვერც “ჰალ სიტისთან” გასამართ შეხვედრაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერომ ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დავიდ ლუისის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და ფეხბურთელებს შორის ჩხუბის პროვოცირება მოახდინა.

ფერნანდინიომ სესკ ფაბრეგასს ხელი ჰკრა და სარეკლამო ბანერს იქით გადააგდო.

ფერნანდინიო მესისთან კონფლიქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ფერნანდინიო უარყოფს ბრაზილიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართული მატჩის (3:1) შემდეგ მასსა და ლიონელ მესის შორის შელაპარაკება მოხდა.

“არ მესმის, საიდან გავრცელდა ეს ჭორი. ეს არამხოლოდ ტყუილი, არამედ სრული ბოდვაა. მატჩის შემდეგ არც “ბარსელონას” ფეხბურთელებთან და არც კლუბის პრესონალთან შეხება არ მქონია.

ასეთი პროვოკაციები ჩემს ხასიათს არ შეეფერება. მე ყოველთვის ვცემ პატივს მეტოქეს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა”, – აღნიშნა ფერნანდინიომ.