ფიფამ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტები დაასახელა.
ამ წოდების მოპოვებისთვის ერთმანეთს შემდეგი 23 მოთამაშე შეეცილება:
- სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)
- გარეტ ბეილი (“რეალი”)
- ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)
- კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”)
- კევინ დე ბრეინე (“მანჩესტერ სიტი”)
- ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”)
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
- ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”)
- ნგოლო კანტე (“ლესტერ სიტი”)
- ტონი კროოსი (“რეალი”)
- რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”)
- რიად მაჰრეზი (“ლესტერ სიტი”)
- ლიონელ მესი (“ბარსელონა”)
- ლუკა მოდრიჩი (“რეალი”)
- მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”)
- ნეიმარი (“ბარსელონა”)
- მესუთ იოზილი (“არსენალი”)
- დიმიტრი პაიე (“ვესტ ჰემი”)
- პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
- სერხიო რამოსი (“რეალი”)
- ალექსის სანჩესი (“არსენალი”)
- ლუის სუარესი (“ბარსელონა”)
- ჯეიმი ვარდი (“ლესტერ სიტი”)
გამოკითხვა დიფერენცირებული სისტემით ჩატარდება. ხმათა 50 პროცენტი ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების გამოკითხვით შეიკრიბება, დანარჩენ 50 პროცენტში კი ჟურნალისტთა და გულშემატკივართა პოზიცია იქნება გამოხატული. 2 დეკემბერს ფიფა ჯილდოს მოპოვების სამ პრეტენდენტს დაასახელებს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2017 წლის 9 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.