“ევერტონი” “სანდერლენდის” მეკარეში 30 მილიონს იხდის

ინგლისური “ევერტონის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან პრემიერ ლიგიდან დაქვეითებული “სანდერლენდის” მეკარის, ჯორდან პიკფორდის ტრანსფერთან.

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “კამფეტები” პიკფორდისთვის საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.

რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, მერსესაიდელები მზად არიან 30 მილიონი ევრო გადაიხადონ პიკფორდის ტრანსფერში, რასაც ბონუსების სახით შესაძლოა, 5 მილიონი ფუნტიც დაემატოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პიკფორდი, რომელმაც პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, ახლა პოლონეთში იმყოფება და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ღირსებას იცავს.

ინგლისის ნაკრებში “ვესტ ჰემის” ორი მოთამაშე მიიწვიეს

“ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აარონ ქრესველსა და ჯორდან პიქფორდს გარეთ საუთჰეიტმა ინგლისის ნაკრებში თამაშის შანსი მიცა.

როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ესპანეთის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე ოთხი დღით ადრე ნაკრები ტრავმების გამო დენი დრინქვოთერმა და ფრეიზერ ფორსტერმა დატოვეს, რომელთაც სწორედ ეს ლონდონური წყვილი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ამ გათამაშების ბოლო მატჩი “სამმა ლომმა” არასასურველი შედეგით – სლოვენიის ნაკრებთან ფრედ ნათამაშები მატჩით დაასრულა, თუმცა ბრიტანელები მაინც რჩებიან F ჯგუფის ლიდერებად 7 ქულით.