ბრიტანული პრესა: “საუთჰემპტონი” მიგელ ველოსოს გადაბირებას შეეცდება

ბრიტანული “საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები ზამთარში იტალიური ჯენოას ნახევარმცველის, მიგელ ველოსოს გადაბირებას აპირებენ. ამ ინფორმაციას ინგლისური Daily Star ავრცელებს.

როგორც იცით, 30 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი “ჯენოაში” 2016/17 წლების სეზონის დასაწყისში გადაბარგდა (“დინამო კიევიდან”) და მას შემდეგ, იტალიის სერია ა-ს 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ველოსოს, რომელსაც პორტუგალიის ნაკრების მაისურით 56 მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა, იტალიურ კლუბთან მოკლევადიანი კონტრაქტი აკავშირებს – სეზონის ბოლოს მას კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

ასე რომ, კლოდ პუელს საკმაოდ კარგი შანსები აქვს პორტუგალიელის გადაბირებისა, რომელმაც უკრაინაში ყოფნის პერიოდში ორი ტიტულის მოგება მოახერხა.