“ბარსელონა” ზაფხულში 5 ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება

ესპანური საკმაოდ გავლენიანი გამოცემა, Mundo Deportivo ირწმუნება, რომ “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებმა იმ ფეხბურთელების სია შეადგინეს, რომელთა გადაბირების წყალობითაც იმედოვნებენ საკუთარი გუნდის გაძლიერებას.

როგორც ცნობილი ხდება, სიის სათავეში ლონდონის “არსენალის” მცველი, ექტორ ბელერინი იმყოფება. 22 წლის ბელერინს, რომელიც ახლაც უმაღლეს დონეზე თამაშობს, დანი ალვეშის შემცვლელად მოისაზრებენ.

“კამპ ნოუზე” გადასვლასთან ძალიან ახლოს არის “ატლეტიკოს” მცველი, ტეო ერნანდესიც, რომლის გადაბირებითაც მადრიდის “რეალიც” დაინტერესებული გახლავთ. ამჟამად 19 წლის ფეხბურთლი არენდის წესით “ალავესში” იმყოფება.

სიაში მოხვდა “პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველი, მარკო ვერატიც, რომელსაც მობეზრდა ლიგა 1-ში თამაში და მზადაა ჩემპიონთა ლიგისთვის საბრძოლველად კლუბიც გამოიცვალოს.

მეოთხე ფეხბურთელი კი “მილანში” მოთამაშე ჯერარდ დეულოფეუ გახლავთ, რომელიც “ევერტონის” კუთვნილებაში იმყოფება.

მეხუთე კი მერსესაიდული “ლივერპული” ბრაზილიელი შემტევი, ფილიპე კოუტინიო გახლავთ, რომელიც აქამდეც არაერთხელ დაუკავშირებიათ კატალონიურ გრანდთან.

“მილანი” დეულოფეუსა და “ბარსელონას” შორის კავშირის არსებობას ადასტურებს

“მილანი” ჯერარდ დეულოფეუსა და “ბარსელონას” შორის რაღაც სახის კავშირის არსებობას ადასტურებს. ამის შესახებ “როსონერის” გენერალურმა მენეჯერმა, ადრიანო გალიანიმ ისაუბრა.

“ყველაფერს ივნისის თვეში გაიგებთ. მანამდე არაფრის თქმა არ შემიძლია, არ ვიცი, რა მოხდება სატრანსფერო ბაზარზე.

დიახ, “ბარსელონას” უფროსებს ვესაუბრე, მაგრამ არ გეტყვით, თუ რა მოვისმინე მათგან.

“ბარსელონას” ინტერესი? მსგავს კითხვას მოველოდი! კარგია, როდესაც ასეთი რაღაცეები გესმის, მაგრამ აწმყოზე თუ არ ვიფიქრებ, ნამდვილად შევიშლები,” – აცხადებს გალიანი.

“ბარსელონას” დირექტორმა დეულოფეუსა და ბელერინის შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა

კატალონიური “ბარსელონას” დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა ჯერარდ დეულოფეუსა და ჰექტორ ბელერინის შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა.

“რაც მთავარია, ჩვენ მისი დაბრუნების შანსი გვაქვს, ეს ნამდვილად კარგი რამ არის. მოვლენების ამგვარი განვითარება ძალიან მახარებს.

მას “ევერტონში” საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ამიტომაც გადავიდა “მილანში”, სადაც კარგად თამაშობს და შედეგად ნაკრებშიც გამოიძახეს. ცოტას დავიცდით და გადაწყვეტილებას შემდეგში მივიღებთ. ვფიქრობ, 12 მილიონი ევრო ყველაფერს მოაგვარებს,” – განაცხადა ფერნანდესმა დეულოფეუზე საუბრისას.

“რაც შეეხება ბელერინს, ის მშვნიერი ფეხბურთელია და “არსენალში” ძალიან კარგად გამოდის. ჰექტორი ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ჩვენთვის ძალზედ საინტერესო მოთამაშეა,” – დაამატა მან.

კუმანი: “დეულოფეუს კლუბის დატოვების უფლება აქვს”

მერსესაიდული “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი აღიარებს, რომ ჯერარდ დეულოფეუს სურვილის შემთხვევაში, კლუბის დატოვების უფლება გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებით, რომელსაც ბოლო დროს “გუდისონ პარკზე” არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვს, იტალიური “მილანია” დაინტერესებული.

“ჯერარდს უკვე ვესაუბრე, მისი სიტუაცია საკმაოდ რთულია. თუ ის კლუბიდან წასვლასა და საკმარისი სათამაშო დროის მიღებაზე გააკეთებს აქცენტს, მას ამის უფლებას მივცემთ.”

კუმანმა იაგიელკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასასვლელი კარი მისთვისაც ღიაა: “ამ შემთხვევაში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეთავაზებებს მივიღებთ.”

“მომწიფებული” დეულოფეუ მზადაა, საკუთარი ადგილისთვის იბრძოლოს

მერსესაიდული “ევერტონის” ნახევარმცველი, ჯერარდ დეულოფეუ თვლის, რომ ახალ სეზონს ის უფრო გაზრდილი შეხვდა და საკუთარი ადგილისთვის ბოლომდე აპირებს ბრძოლას.

“დიახ, ახლა უფრო მომწიფებული ვარ. ჩემი თამაშის სტილი სრულიად შეიცვალა. ყოველდღიურ ვარჯიშებს უფრო გაგებით ვეკიდები, როგორც პროფესიონალი.

რაც შეეხება გუნდის ამჟამინდელ ფორმას, ვთვლი, რომ საკმაოდ კარგად ვასპარეზობთ. რაც მთავარია, ჩვენის საქმის კეთებით დიდ სიამოვნებას ვიღებთ. პრემიერ ლიგა საკმაოდ გრძელი ტურნირია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

ახლა მთლიანად ჩემს თავზე ვარ კონცენტრირებული. ვიცი, რომ უფრო რეგულარულად უნდა ვითამაშო, რაც წარმატებების მისაღწევად აუცილებელი პირობაა.” – განაცხადა ესპანელმა.