ამერიკელებს “ძველი” ახალი თავკაცი ჰყავთ

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრიუს არენა იმუშავებს, რომელიც მანამდე “ლოს ანჯელეს გალაქსის” თავკაცობდა.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ ბრიუს არენა აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მეორედ იმუშავებს. იგი “იანკებს” 1998-დან 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა. 65 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე იურგენ კლინსმანი შეცვალა, რომელიც გუნდიდან დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.