გუშინ საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალური მატჩი გაიმართა. ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარტვილის “მერანი” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა. მეგრულ-იმერული დუელი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ “ტორპედოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ქიმაძემ Fanebi.Com-თან ისაუბრა.
“პირველ ტაიმში ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ეს იყო იდეალური 45 წუთი. მეორე ნახევარში მეტოქე უფრო მონდომებული გამოვიდა მოედანზე და აგრესიულადაც შეგვიტია. ეს ყველაფერი აისახა მათ მიერ ერთ გაქვითულ გოლზე. ვთვლი, რომ ჩვენ დამსახურებულად მოვიგეთ ეს ტიტული.”
“მარტვილის “მერანი” შესანიშნავი გუნდია. მეგრელებს წარმატებას ვუსურვებ!” – განუცხადა მარცხენა მცველმა.