გასულ ღამით ბრაზილიური კლუბის – “შაპეკოენსეს” დელეგაცია კოლუმბიაში მიფრინავდა. იგი მედელინის საერთაშორისო აეროპორტში უნდა დაშვებულიყო. დანიშნულების ადგილამდე სულ რაღაც 22 მილი იყო დარჩენილი, როცა თვითმფრინავმა რყევა დაიწყო და, საბოლოოდ, ლა უნიონის ერთ-ერთ მთაზე ჩამოვარდა.
თვითმფრინავში, რომელიც ბოლივიადან აფრინდა, 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ “შაპეკოენსეს” მოთამაშეებიც, რომლებიც ოთხშაბათს მედელინში “კოპა სუდამერიკანას” ფინალში “ატლეტიკო ნასიონალს” უნდა დაპირისპირებოდნენ.
სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ, როგორც ფინალი, ასევე ამ ტურნირთან დაკავშირებული სხვა აქტივობები განუსაზღვრელი დროით გადაიდო.
“შაპეკოენსეს” ფეისქბუქის გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ: “უფალი დაიფარავს ჩვენს სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ჟურნალისტებს და იმ სხვა წევრებს, რომლებიც ჩვენს დელეგაციასთან ერთად მიფრინავდნენ მედელინში.”
როგორც გაირკვა, ავიაკატასტროფა თვითმფრინავის ელექტროგაუმართაობამ გამოიწვია. ჩამოვარდნის შემდეგ, უახლლესი ინფორმაციით, 6 ადამიანი გადაარჩინეს და უმალვე გადაიყვანეს უახლოეს ჰოსპიტალში.
ლა კეხას მუნიციფალიტეტის მერმა, ფედერიკო გუტიერესმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ნახსენები 6 გადარჩენილის გარდა, შესაძლოა, სხვა ადამიანებიც იყვნენ ცოცხლები. შესაბამისად, ძებნა გრძელდება.