2 დეკემბერს თბილისის “დინამოს” ფეხბურთელმა, გიორგი პაპუნაშვილმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა საზოგადოებას სოცილაური ქსელის საშუალებით შეატყობინა.
პაპუნაშვლი: “ახალი კონტრაქტი დინამოსთან. ახალი გამოწვევა! ბედნიერი ვარ, რომ კლუბში გავაგრძელებ თამაშს. მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის.”
21 წლის ფეხბურთელი “დინამოს” აღზრდილია. მას ახალგაზრდულ და ძირითად გუნდში ერთად 51 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 20 გოლი გატანილი. პაპუნაშვილი 2015/2016 წლებში ბრემენის “ვერდერში” იყო განათხოვრებული, სადაც 20 მატჩი მიიღო მონაწილეობა და ორი გოლიც გაიტანა.
” alt=”” />