დღეს უმაღლესი ლიგის პლეი-ოფში ერმანეთს თბილისური კლუბები: “დინამო” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ. ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა კლუბმა მინიმალური ანგარიშიტ მოიგო და ბრინჯაოს ფინალში გავიდა.
შეხვედრის შემდეგ “დინამოელთა” მთავარმა მწვრთნელმა, ვიაჩესლავ გროზნიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ესეთი მატჩები, თავისი ხასიათით, ყოველთვის რთულია. მით უმეტეს, პირველი შეხვედრა ფრედ იყო დასრულებული და ზედმეტი სიფრთხილე გვმართებდა. პირველი ტაიმი მეორესთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ. საერთოდაც, საკადრო პრობლემები გვაქვს და გვიწევს უფრო მეტად ახალგაზრდებზე დაყრდნობა. სამწუხაროდ, შეხვედრაში ვერ გამოვიყენეთ ჩვენი მეტოქის შეცდომები. თუმცა ახალგაზრდებისთვის ეს დიდი გამოცდილება და სკოლაა, მათ უნდა გაიარონ ეს გზა. სასიამოვნოა, რომ ვიმარჯვეთ. ახლა კი მოვემზადებით გადამწყვეტი მატჩისთვის,” – განაცხადა გროზნიმ.