სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჰოლანდიური “პსვ”-ს ფეხბურთელმა, იეტრო ვილემსმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ახალგაზრდა სპორტსმენს ძველი ხელშეკრულება გუნდთან 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. მან ახალ, 1 წლიან დოკუმენტს მოაწერა ხელი. საქმე იმაშია, რომ ვილემსის შეძენა მომავალ ზაფხულზე “ლივერპულს” და “ვერტონს” სურს. ჰოლანდიელს კი არ უნდა, რომ ისე წავიდეს გუნდიდან, “პსვ”-მ სარგებელი ვერ ნახოს.
იეტრო ვილემსი: “გუნდის დირექტორს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ არცერთ შემთხვევაში არ დავტოვებ კლუბს, როგორც თავისუფალი აგენტი!” – განაცხადა მარცხენა მცველმა.