იტალიური წყარო, Calcio Mercato იტყობინება, რომ “ევერტონს” კვლავ სურს ნეაპოლის “ნაპოლის” შემტევის, მანოლო გაბიადინის შეძენა
შეგახსენებთ, რომ 25 წლის სპორტსმენს მერსესაიდულ კლუბს გასულ ზაფხულშიც უკავშირებდნენ, თუმცა იტალიელებმა შემოთავაზება დაბლოკეს. მიუხედავად ამისა, ინგლისელთა დამრიგებელს, რონალდ კუმანს გადაწყვეტილი აქვს, აუცილებლად ათამაშოს “გუდისონ პარკზე” იტალიის ნაკრების წევრი. თუმცა, ჰოლანდიელ სპეციალისტს პრემიერ ლიგის ბინადრებთან, “სტოკ სიტისა” და “ვესტ ჰემთან” ბრძოლა მოუწევს.
მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” ფეხბურთელი არც ისე შედეგიანია. მან სერია ა-ში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, არა და, 7 შეხვედრაში სასტარტოდან დაიწყო ასპარეზობა.