ინგლისის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მახსოვს, 30 სექტემბერს “ჩელსის” ანგარიშით, 1-0 მოვუგეთ და ამის შემდეგ ჩემი ბიჭები უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ. ჩვენ მაშინ მოქმედი ჩემპიონი დავამარცხეთ. სწორედ იმ დღეს კიდევ უფრო ვირწმუნეთ, რომ პრემიერ ლიგას მოვიგებდით. წინა სეზონში ასე კარგად ვერ გამოვიყურებოდით: ცოტა თამაშში ვიმარჯვეთ.”
“თუმცა, ჩვენი წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, “ჩელსის” დამარცხება არ ყოფილა. სტაბილურობამ მოგვიტანა ეს ტიტული. მართალია, აგუერო 30 წლისაა და ის გენიოსია, მაგრამ სხვა ბიჭები 20 და 21 წლის არიან. შესაბამისად, ჩვენ ახალგაზრდული გუნდით მოვიგეთ. ამით ძალიან ვამაყობ,” – ამბობს პეპი.