ლევან მჭედლიძე: “ტრანსფერის რაღაც შანსი ყოველთვის არის”

22 იანვარს იტალიის სერია ა-ს 21-ე ტურის მატჩები გაიმართა. “ემპოლიმ”, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი, ლევან მჭედლიძე თამაშობს, საკუთარ მოედანზე “უდინეზე” მიიღო და იგი სწორედ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. ლევანმა 82-ე წუთზე საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და თავით ლამაზი გოლი გაიტანა.

საგულისხმოა, რომ “ემპოლის” ლეგიონერს ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული. მიმდინარე სეზონში, იგი ამ მაჩვენებლით გუნდის ბომბარდირია.

Fanebi.Com-ი მჭედლიძეს დაუკავშირდა და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– შეაფასეთ “უდინეზეს” წინააღმდეგ გამართული მატჩი.  რის ხარჯზე სძლიეთ ამ კლუბს? რას იტყვით თქვენ მიერ გატანილი გოლის მომენტზე?

– ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. მოედანზე საკმაოდ მოტივირებულები გავედით. დაძაბული დაპირისპირება გამოდგა. თამაში საკმაოდ თანაბრად მიმდინარეობდა. გამოჩნდა, რომ “უდინეზე”, ფიზიკური თვალსაზრისით, ჩვენზე ძლიერი გუნდია. ჩვენი პლუსი ბურთის დაჭერა იყო, მაგრამ ამაში მინდორმაც არ შეგვიწყო ხელი. მთავარია, რომ მწვრთნელის მითითებები ზედმიწევნით შევასრულეთ, ჩვენი მომენტი გამოვიყენეთ და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ.

– ბოლო ხუთ შეხვედრაში 4 გოლი… ეს შესანიშნავი შედეგია. მით უმეტეს, ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ, მალევე გააკეთეთ ეს ყველაფერი. რისი დამსახურებაა ასეთი ასპარეზობა?

– ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ მეტის გაკეთებაც შემეძლო. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გაცუდებულ პენალტს არ ვგულისხმობ. თერთმეტმეტრიანი ისეთი რამეა, რომ ნებისმიერმა შეიძლება, ვერ გამოიყენოს. ყველაზე უკმაყოფილო “უდინეზესთან” ჩემი თამაშის ხარისხით ვარ. “სამპდორიასთანაც” კი, სადაც თერთმეტმეტრიანით გუნდს სამი ქულა ვერ მოვუტანე, უფრო კარგად ვითამაშე, ვიდრე ბოლო შეხვედრაში. თუმცა, ამ შემთხვევაში ის მომენტია, როცა თავდამსხმელისთვის ერთი და, მით უმეტეს, გამარჯვების გოლი გადაწონის ყველაფერს.

– არის თუ არა იმის შანსი, რომ ზამთარში “ემპოლი” დატოვოთ?

– ტრანსფერის რაღაც შანსი ყოველთვის არის. შესაძლოა, ხვალ გავიღვიძო და აბსოლუტურად სხვა გუნდში წავიდე. ამ მომენტში რთულია ამაზე ლაპარაკი. ის, რომ იანვარში გუნდმა სადმე გამიშვას, თითქმის გამორიცხულია. დღეს “ემპოლის” ფეხბურთელი მქვია, აქ ყველა მენდობა და მზად ვარ, ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო. ამ მომენტში მეტზე, არაფერზე ვფიქრობ.

ლუის ენრიკეს ჟოაო კანსელო მოუნდა

დანი ალვეშმა 2015 წლის ზაფხულზე დატოვა “ბარსელონა”. მას შემდეგ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მარჯვენა მცველის ძებნაშია. ამ პოზიციაზე ალეიშ ვიდალი და სერხი რობერტო ირჯებიან, თუმცა ბოლომდე ვერცერთი მათგანი ბოლომდე ვერ ამართლებს გაცემულ ავანსებს.

Sport-ი იტყობინება, რომ ლუის ენრიკე აქტიურად აკვირდება “ვალენსიას” მარჯვენა მცველს, ჟოაო კანსელოს. 22 წლის ფეხბურთელი უკვე მესამე წელია “ღამურების” ფორმით ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებულადაც აკეთებს ამას. ცნობისთვის, მან მიმდინარე სეზონში პრიმერა დივიზიონის 15-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწიელობა.

“ბლაგურნა” პორტუგალიის ნაკრების მოთამაშეში 30 მილიონ ევროს იხდის.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები იანვარში.

 

“მანჩესტერ იუნაიტედს”, დიდი ალბათობით, ზამთარში ერთი ნახევარმცველი დატოვებს

Daily Mail-ი იტყობინება, რომ პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი – “ევერტონი” სერიოზულად არის დაინტერესებული “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელით, მორგან შნეიდერლენით და მასთან უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ფრანგი ნახევამრველი “წითელი ეშმაკი” 2015 წლის ზაფხულზე გახდა. პირველ სეზონში 29 შეხვედრა ჩაატარა და, მთლიადან გუნდის წარუმატებელი ასპარეზობის ფონზე, ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა, ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, მას, ფაქტობრივად, დრო საერთოდ არ ეძლევა. ინგლისის ჩემპიონატში 27 წლის ფეხბურთელმა სამი მატჩი ჩაატარა და არცერთი მათგანი არ დაუწყია სასტარტო შემადგენლობიდან.

წყარო იუწყება, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი თანახმაა, შნეიდერლენი “გუდისონ პარკზე” გაუშვას.

ტრანსფერის დეტალებს რაც შეეხება, “ევერტონის” ბოსები “მანჩესტერს” 24 მილიონ ფუნტს სთავაზობენ.

მოკლედ, დიდი ალბათობით, მორგან შნეიდერლენი იანვარში მესრესაიდულ კლუბში აღმოჩნდება.