აგუეროს ვაჟმა კარლოს ტევესისგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო

ბენჟამინ აგუეროს, რომლის მამაც სერხიო აგუერო, ხოლო ნათლია დიეგო მარადონა გახლავთ, ახლა უკვე კარლოს ტევესის მიერ ხელმოწერილი მაისურიც აქვს.

ახალგაზრდა ბენჟამინი, რომლის დედაც ჯანინა მარადონა გახლავთ, “ბომბონერაზე” სპეციალურად მიიწვიეს, რათა კარლოს ტევესის მიერ “ბოკა ხუნიორსის” მაისურით ჩატარებული ბოლო მატჩისთვის ედევნებინა თვალი.

“მადლობა ჩემი ვაჟის გაბედნიერებისთვის. ასეთი ჩუმი და ამავდროულად აღელვებული არასდროს მინახავს. უღრმესი მადლობა!” – ვკითხულობთ ჯანინას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც თან სურათიც ახლავს.