კონტე: “გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებ”

ანტონიო კონტემ, შესაძლოა სეზონის ბოლოს ლონდონის “ჩელსი” დატოვოს. ამის შესახებ ბევრი გამოცემა წერს და მიზეზად ამ სეზონში “ლურჯების” წარუმატებლობას (როგორც პრემიერ ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე) ასახელებს.

აღნიშნულ საკითხზე თავად მწვრთნელმა ისაუბრა.

“მხოლოდ აწმყოზე ვარ ფოკუსირებული. ახლა სხვა რამის დრო არცაა. ჩემს მოვალეობას ვასრულებ. სეზონის დამთავრებამდე ორი კვირა დარჩა. შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტ და გულშემატკივარიც მაშინ გაიგებს, დავტოვებ თუ არა “ჩელსის”,” – ამბობს იტალიელი.

შეგახსენებთ, რომ კონტემ ინგლისური კლუბი 2016 წელს ჩაიბარა და შარშან გუნდს პრემიერ ლიგა მოაგებინა.

კონტე: “ბატშუაიმ უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მორატასა და აზარზე უკეთესია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მიში ბატშუაიზე ისაუბრა, რომელიც ახლახან დაბრუნდა ლაზარეთიდან. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევს ტრავმის გამო ორი კვირა გაუცდა.

“მიშიმ ახლახან მოიშუშა ტრავმა და მოედანზე გასასვლელად ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევიდეს. ის ბოლო დროს საკმაოდ ბევრს მუშაობდა და შესაძლოა, “ბორნმუთთან” მატჩშიც ვიხილოთ.

თითოეული შეხვედრის წინ ვალდებული ვარ, ოპტიმალური შემადგენლობა ავირჩიო გუნდისთვის. შესაბამისად, თუ ბატშუაის სასტარტო შემადგენლობაში უნდა მოხვედრა, უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მორატასა და აზარზე უკეთესია.

მიში ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. ის თავდაუზოგავად ვარჯიშობს, რათა საუკეთესო გახდეს. მე მის მონდომებას ვაფასებ და ვთვლი, რომ ასეთი დამოკიდებულებით ყველაფერს მიაღწევს,” – აცხადებს კონტე.

კონტე: “დავიდ ლუისს მუხლზე ანთება აქვს – საქმე სერიოზულადაა!”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, დავიდ ლუისმა ტრავმა 22 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, “ყარაბახის” წინააღმდეგ თამაშის დროს მიიღო. მას მუხლზე აქვს დაზიანება.

ვარაუდობდნენ, რომ ბრაზილიელს არც ისე დიდი ხანი გაუცდებოდა, თუმცა, ფაქტობრივად, ერთი თვის შემდეგ, არისტოკრატთა მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ამბობს, რომ 30 წლის სპორტსმენი ლაზარეთში კიდევ დიდ ხანს დარჩება.

“დავიდს მუხლზე ანთებითი პროცესები განუვთარდა. ვცდილობთ, ეს პრობლემა მწვრთნელთან ერთად გადავჭრათ. აუცილებელია, სიტუაცია დღიდან დღემდე, ნელ-ნელა გამოსწორდეს. ამაში კი დიდი როლი ჩვენს სამედიცინო შტაბს ექნება. არ ვიცი, როდის დაბრუნდება ის. თუმცა, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი მოთამაშის გამოსაჯანმრთელებლად.”

“ლუისი გუნდისგან განცალკევებით, დარბაზში ვარჯიშობს. ხოლო, ბოლო დღეებში ის მხოლოდ აუზში იყო. დღესაც იმავეთი დავტვირთეთ, შემდეგ კი ცოტა ირბინა. თუმცა, ეს ნელა გააკეთა. ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვართ, თუმცა იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე გამოსწორდება,” – აცხადებს კონტე.

კონტე: “ჩემმა ფეხბურთელებმა “ბარსელონა” უნდა დაივიწყონ და “ჰადერსფილდზე” კონცენტრირდნენ”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შედგა. ერთ-ერთი მერვედფინალური დაპირისპირება კატალონიის “ბარსელონასა” და ლონდონის “ჩელსის” დაპირისპირებაა.

კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ისაუბრა. მან პრემიერ ლიაგზეც გაამახვილა ყურადღება.

“ინგლისის ჩემპიონატში ბოლოს სათანადო თამაში ვერ ვაჩვენეთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ლიგა მარტივი არაა და მაქსიმალური კონცენტრაციის გამოჩენა გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სეზონის ბოლოს “სიურპრიზები” მივიღოთ. 120 პროცენტით დახარჯვა – ეს ისაა,რასაც ჩემს მოთამაშეებს ყოველთვის ვთხოვ.”

“ახლა მომავალში ვიყურები. შემდეგი გაჩერება “ჰადერსფილდია”. მიყვარს მოგება და როცა ვაგებ, არასდროს ვარ ბედნიერი. ეს გასაგები უნდა იყოს ჩემი ფეხბურთელებისთვისაც. როცა პირველ 16 თამაშში ოთხს აგებ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ ასეთი სტარტი ჩემპიობისთვის ბრძოლის საშუალებას აღარ იძლევა.”

“არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემპიონთა ლიგა. წინ დაძაბული ბრძოლაა “ბარსელონასთან”. თუმცა, ჯერ პრემიერ ლიგაში ყურადღებით თამაშია საჭირო. ამიტომ, კატალონიელებზე ფიქრს უნდა მოვეშვათ და “ჰადერსფილდზე” ვკონცენტრირდეთ!” – აცხადებს კონტე.

კონტე თავის ახალ იმიჯზე: “წვერს ამ დრომდე არ გავიპარსავ”

ხვალ პრემიერ ლიგის მე-12 ტურში ლონდონის “ჩელსი” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” ესტუმრება.

საგულისხმოა, რომ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტე შეცვლილი იმიჯით გამოვიდა – მას წვერი აქვს მოშვებული. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამ გადაწყვეტილების მიზეზზე ჰკითხა.

“არ ვიცი, რამდენად მიხდება, თუმცა ეს ჩემი ცოლის იდეა იყო,” – ამბობს ღიმილით ანტონიო, – “აქამდე არასდროს მიცდია შემეცვალა გარეგნობა, ეს ჩემი ცოლის რჩევით გადავწყვიტე. ვნახოთ, რამდენად იღბლიანი იქნება ეს წვერი ხვალ. მას იქამდე შევინარჩუნებ, სანამ წარმატებულ სერიას არ შევწყვეტთ. იმედი მაქვს, სეზონს დიდი წვერით დავასრულებ,” – აცხადებს კონტე.

კონტე: “ჩელსიში” მოსვლის დღიდან, ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება მომიწია”

დღეს პრემიერ ლიგის 37-ე ტურში ლონდონის “ჩელსი” სტუმრად “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, “ლურჯები” ინგლისის ჩემპიონები გახდებიან.

მატჩის წინ “არისტოკრატთა” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა.

“პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ სეზონის წარმატებულად დაწყება არ იყო ადვილი. გუნდში უამრავი პრობლემა დამხვდა, რომლებიც ყველამ ერთად მოვაგვარეთ. დიახ, ჩვენ ბევრი ბარიერის გადალახვა მოგვიწია. როცა შენ წინა სეზონს მეათე ადგილზე ასრულებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი კი არა, ბევრი პრობლემა გაქვს.”

“როცა იტალიის ეროვნულ ნაკრებში მივედი, მაშინ კიდევ უფრო რთული სიტუაცია იყო. იქედან წამოსვლის შემდეგ, “ჩელსიც” ცუდ დღეში დამხვდა. ორივეგან ბევრი დაბრკოლება გადავლახე. შესაბამისად, მიყვარს ასეთი სიტუაციები, მიყვარს დიდი გამოწვევები.

“ჩვენ კარგი სეზონი გვაქვს. გვინდა, დასასრულს იგი ფანტასტიკურ სეზონად ვაქციოთ!” – განაცხადა კონტემ.

ოფიციალურად: ანტონიომ “ვესტ ჰემთან” გაახანგრძლივა

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელების მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, მაიკლ ანტონიომ “ჩაქუჩებთან” ახალი, საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც ცნობილი ხდება, ანტონიო, რომელიც ამჟამად სერიოზულად არის ტრავმირებული, ლონდონურ კლუბში 2021 წლამდე აპირებს დარჩენას.

“სიხარულით ღრუბლებში დავფრინავ, ძალიან მიყვარს აქ გატარებული დრო და ბედნიერი ვარ, რომ მოვლენები ამგვარად განვითარდა – შემიძლია კიდევ რამდენიმე სეზონი დავყო ამ კლუბში.

ეს წელი გასული წელზე უკეთესი იყო, რადგანაც უფრო მეტი სათამაშო დრო მეძლეოდა, რაზეც ბავშვობიდანვე ვოცნებობდი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ასევე გაგრძელდება,” – აცხადებს ანტონიო კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.

ანტონიო კონტე: “მომწონს მისნაირი სტილის ფეხბურთელები”

გასულ ზაფხულს დავიდ ლუისი ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდა და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. მთავრი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მას ენდობა. ბრაზილიელი ფეხბურთელი გაცემულ ავანსებს ამართლებს.

იტალიელმა სპეციალისტმა 29 წლის ფეხბურთელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან მოსწონს ლუისის მსგავსი ფეხბურთელები.

“კმაყოფილი ვარ იმ თამაშის ხარისხით, რომელსაც დავიდი აჩვენებს. მიმიდნარე სეზონში იგი ყველას უმტკიცებს, თუ რა დონი სფეხბურთელია. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის და მისთვის, ასევე მთლიანად გუნდისთვის. მომწონს მისი სტილი მოთამაშეები.”

“ჩემს ფეხბურთელებს ხშირად ვუმეორებ: იმისთვის, რომ გუნდისთვის რაღაც მნიშვნელოვანს წარმოადგენდე, ძალიან დიდი მონდომება და ენთუზიაზმია საჭირო. ხოლო, ასეთ დონზეზე ყოფნის დროსაც კი, ერთმა შეცდომამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეარყიოს შენი ავტორიტეტი.”

“მნიშვნელოვანია, რომ ლუისმა შრომა გააგრძელოს და იმ გზით განვითარდეს, რომელზეც ახლა დგას. მას მოედანზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ბრაზილიელი ცენტრალური მცველია, მოთამაშეების უკან დგას და საჭიროა, რომ მთელი თამაში უკნიდან აკონტროლოს. დავიდს დიდი ყურადღების ქონა და საჭირო მომენტში აგრესიის გამოვლენა მართებს. იგი ამ ყველაფერს მშევნივრად ართმევს თავს,” – აცხადებს ანტონიო.

ჯონ ტერი: “იმედია, ამ სეზონში თამაში არ მომიწევს”

ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა, ჯონ ტერიმ გასულ სეზონში კლუბთან ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. 36 წლის ფეხბურთელმა აგვისტოში პრემიერ ლიგის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბოლოს მან “ლურჯების” მაისური 5 ნოემბერს, “ევერტონის” განდაგურების (5:0) დღეს მოირგო. საბოლოოდ, კი ამ სეზონში ტერის ანგარიშზე 5 შეხვედრაა.

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ჯონი საერთოდ არ წუხს და აცხადებს, რომ მისთვის გუნდის წარმატებაა უფრო მნიშვნელოვანი.

“კონტემ ბიჭები სწორი გზით წაიყვანა. ის “ჩელსის” შესანიშნავი ხარისხის ფეხბურთს ათამაშებს და შედეგიც სახეზეა.”

“სეზონის თავში 4 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დავიწე. ამის შემდეგ დაზიანება მივიღე და გუნდმა ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო “არსენალსა” და “ლივერპულთან”. კონტე ჩემთან მოვიდა და მკითხა: “მალე დაბრუნდები?” კიდევ კარგი, გუნდმა ჩემს გარეშეც განაგრძო კარგად თამაში. ამის შემდეგ 13 შეხვედრა მოვიგეთ და ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ მე არ მითამაშია.”

“რა თქმა უნდ, რთულია, როცა სათადარიგოთა სკამზე ზიხარ და იქიდან ადევნებ შენი გუნდის წარმატებას თვალს. გინდა, ამ ყევლაფრის მონაწილე გახდე. ჰოდა, ანტონიოც რამდენიმე დღეში ისევ მოვიდა ჩემთან და მითხრა: “მისმინე, შენ ძირითადში ვეღარ დაბრუნდები. ბიჭები ისე თამაშობენ, გეგონება ფრინავენ. ეს თერთმეტეული იდეალურია.”

“იმ პერიოდის შემდეგ “ჩელსი” მართლაც “ფრინავს”. იმედი მაქვს, ისეთი ცუდი სიტუაცია აღარ შეიქმნება, რომ მათ ჩემი დახმარება დასჭირდეთ,” – განაცხადა ტერიმ.

კონტეს “ბაიერნის” ვარსკვლავი სურს

ჩილელ ფეხბურთელს, არტურო ვიდალს ბოლო ხანებში არაერთხელ გამოუთქვამს პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილი.

როგორც Don Balon-ი იტყობინება, ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელით ინტერესდება და მასში სერიოზული თანხის (50 მილიონი ფუნტი) გადახდას აპირებს. “არისტოკრატები” ვიდალის გადაბირებას მომდევნო ზაფხულს შეეცდებიან.

 

29 წლის ფეხბურთელის გაშვებას ისიც უწყობს ხელს, რომ ბავარიელებს რენატო სანჩესი და ჯოშუა კიმიხი ჰყავთ, რომლებიც ძალიან პერსპექტიულები არიან.

დაველოდოთ ზაფხულს და იმას, მიაღწევს თუ არა ანტონიო კონტე საწადელს.