სულ ცოტა ხნის წინ Fanebi.Com-ს “გურიას” უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, გია ჩადუნელმა თბილისის “დინამოში” გადასვლა დაუდასტურა.
22 წლის მცველს ნახსენებ ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.
“უმაღლესი ლიგის დასრულების შემდეგ ორი გუნდი ინტერესდებოდა ჩემით. საბოლოოდ, თბილისის “დინამო”ავირჩიე. ეს ის კლუბია, რომელშიც ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი ისურვებდა თამაშს. ვეცდები, გუნდს ყველა მომენტში სათანადოდ დავეხმარო.”
“დინამოს” შესაძლებლობებზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით, რადგან სულ ახლახანს მივედი კლუბში, თუმცა ერთს აღვნიშნავ: ის მუდამ იყო, არის და იქნება გუნდი დიდი ამბიციებით!” – განაცხადა ჩადუნელმა.