17-წლამდელები ევროშესარჩევისთვის მზადებას იწყებენ

24-30 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. გიორგი ნემსაძის გუნდი თბილისში უმასპინძლებს იტალიის, მონტენეგროსა და ლატვიის ნაკრებებს.

17-წლამდელები ტურნირისწინა ბოლო, დასკვნით შეკრებას 17 ოქტომბრიდან დაიწყებენ და მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია სასურველი 23 ფეხბურთელი.

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ);

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), დავით სამსონია (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) , ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში 24 ოქტომბერს საქართველო ლატვიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. 27 ოქტომბერს გიორგი ნემსაძის გუნდი მონტენეგროს შეხვდება, 30-ში კი – იტალიას. ელიტ-რაუნდის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ვიქტორ ბანიკოვის ტურნირზე ბელარუსი დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები უკრაინაში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირში იღებს მონაწილეობას.

დღეს ჩვენი ბიჭები ბელარუს თანატოლებს დაუპირისპირდნენ. ქართველების უპირატესობით მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-4 წუთზე კვარაცხელიამ გახსნა. 26-ე წუთზე დავითაშვილმა ორამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ნახევრის პირველივე წუთზევე ნონიკაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ხოლო, 68-ეზე კი ჩოთალიშვილმა მეოთხეჯერ აიღო მეტოქის კარი.

საბოლოოდ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ანგარიშით, 4-0 იმარჯვა.

მომდევნო მატჩს ქართველები ხვალ უკრაინასთან ჩაატარებენ.

17-წლამდელები ელიტრაუნდში არიან

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ორივე მოედანზე 17-წლამდე ფეხბურთლთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

პირველ მატჩს სათადარიგო სტადიონმა უმასპინძლა, რომელზეც ურთიერთობას პოლონეთის და ლიხტენშტეინის გუნდებმა გაარკვიეს. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა პოლონელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 4-0 დასრულდა. ლიხტენშტეინელთა კარში გოლები სიმანმა, ბელიკმა, ოზვიაკმა და ვოიტკოვსკიმ გაიტანეს.

ამ გამარჯვებით პოლონელებმა ელიტრაუნდში თამაში გაინაღდეს, ისევე როგორც საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც დღის მეორე შეხვედრაში ესტონეთს სძლია.

ტყებუჩავას ნაკრებს ბალტიისპირელებთან საკმაოდ რთული მატჩის გადატანა მოუწიათ. ანგარიში სტუმრებმა, შეხვედრის 31-ე წუთზე გახსნეს. გოლის ავტორი კაიტი გახდა. საქართველოს ნაკრებმა გათანაბრება მეორე ტაიმში, 53-ე წუთზე, ნაკრების ლიდერის გიორგი არაბიძის, გოლით შესძლო. საბოლოო ანგარიში კი 79-ე წუთზე ნიკა ნინუამ დააფიქსირა და საქართველოს ნაკრებს მეორე გამარჯვებასთან ერთად ელიტრაუნდის საგზურიც მოუპოვა.

საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში ტყებუჩავს გუნდი პოლონეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს.

ესტონეთი 1-2 საქართველო

გოლები: კაიტი 31′ (1:0); არაბიძე 53′ (1:1); ნინუა 79′ (1:2)

ესტონეთი: ნომი, ნილოპი, კანელი, ვილოტა, კანტერი (იარველაიდი 63′), მუტსო, მიჰაილოვი, კაიტი, ვაინუმაე, ლიპი, ლეპიკი (სორგა 41′)

მთავარი მწვრთნელი: ლარს ჰოპი

საქართველო: ჩოჩიშვილი, ჭურაძე, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ყურაშვილი (საგრიშვილი 82′), ნინუა, არველაძე (კოხრეიძე 49′), ბუღრიძე (მუზაშვილი 74′), არაბიძე, ლეჟავა.

მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა

U17 – მინსკის ტურნირზე წამსვლელთა ვინაობა ცნობილია

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ნოდარ აკობიამ იმ 18 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, ვინც 19 იანვრიდან მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.

მეკარეები: ოთო გოშაძე („საბურთალო“), გოგი კულუა („დინამო“ თბილისი)

მცველები: ვახტანგ კაპანაძე, ვასილ კაციტაძე (ორივე „დინამო“ თბილისი), ნიკოლოზ კევლიშვილი, ირაკლი კამლაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ცოტნე ნადარაია („საბურთალო“), გიორგი ქობულაძე (35-ე სკოლა)

ნახევარმცველები: ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე (ორივე „შუქურა“, ქობულეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გურამ გოშთელიანი, სანდრო ალთუნაშვილი (ყველა „საბურთალო“), ნიკა ლაშხია („ზესტაფონი“), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“), გიორგი ჯობავა („ოსერი“, საფრანგეთი), ერეკლე ლებანიძე („ვიტ ჯორჯია“)

მინსკის საერთაშორისო ტურნირი – Development Cup – ი ტრადიციულად, ყოველი წლის დასაწყისში, იანვარში ტარდება და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები მისი მუდმივი მონაწილეები არიან.

წელს, „Development Cup“ – ის მე-10, საიუბილეო გათამაშებაა და მონაწილეთა რაოდენობაც გაზრდილია. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 12 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა:

A ჯგუფი – უკრაინა, ყირგიზეთი, ლიტვა

B ჯგუფი – საქართველო, ირანი, ყაზახეთი

C ჯგუფი – რუსეთი, ლატვია, თურქმენეთი

D ჯგუფი – ფინეთი, ბელორუსი, მოლდოვა

საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქეები – ირანისა და ყაზახეთის ნაკრებები ერთი წლით უმცროსი ფეხბურთელებით (1998 წელს დაბადებულები) იქნება დაკომპლექტებული.

ტურნირი 19 იანვარს დაიწყება და ამ დღესვე გაიმართება გახსნის საზეიმო ცერემონიალი. ნოდარ აკობიას გუნდი პირველ მატჩს 20 იანვარს, ყაზახეთის წინააღმდეგ გამართავს.

21 იანვარს კი, ირანელებს ვეთამაშებით. 22 იანვრიდან, ჯგუფების გამარჯვებულები და დამარცხებულები ერთმანეთში ითამაშებენ. ფინალური მატჩები 26 იანვარს გაიმართება.

ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციისგან, საიუბილეო ტურნირზე დასწრების ოფიციალური მოწვევა მიიღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა. ზვიად სიჭინავა და რევაზ არველაძე მინსკში გაემგზავრებიან და ტურნირის გახსნასა და საქართველოს 17-წლამდე ნაკრების პირველ თამაშს დაესწრებიან.

სფფ-ის პრესსამსახური