მერტენსმა “ნაპოლის” გამო “იუვენტუსს” უარი უთხრა

ტურინის “იუვენტუსმა თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე დრის მერტნესს ორწლიანი კონტრაქტი და წლიურად ხელფასის სახით ხუთი მილიონი ევრო შესთავაზა.

35 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა “ნაპოლისადმი” პატივისცემის გამო “ბებერი სინიორას” შეთავაზებაზე უარი თქვა.

დრის მერტენსს “ნაპოლისთან” შრომითი ხელშეკრულება 2021-2022 წლების სეზონის ბოლოს ამოეწურა. ის დღესდღეობით თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ფეხბურთელი იტალიური გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში 397 მატჩი ჩაატარა, 148 გოლი გაიტანა და 90 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მერტენსი “ნაპოლის” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

შესაძლოა, დრის მერტენსი “ნაპოლიში” დაბრუნდეს

ბელგიელი შემტევი დრის მერტენსი შესაძლოა, “ნაპოლიში” დაბრუნდეს.

“ტუტოსპორტის” თანახმად, თუ ფეხბურთელი იტალიის საზღვრებს გარეთ სასურველ კლუბს ვერ მოძებნის, ის ნეაპოლში დაბრუნდება.

დრის მერტენსს წელიწადში ხელფასის სახით ოთხი მილიონი ევროს მიღება სურს. თუ რომელიმე არაიტალიური კლუბი ფეხბურთელს ამ ფინანსურ მოთხოვნას ვერ დაუკმაყოფილებს, მერტენსი “ნაპოლიში” დაბრუნდება, სადაც მისი ანაზღაურება, სავარაუდოდ, 2,4 მილიონ ევროს გაუთანაბრდება.

35 წლის შემტევს “ნაპოლისთან” შრომითი ხელშეკრულება 2021-2022 წლების სეზონის ბოლოს ამოეწურა. ის დღესდღეობით თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. მერტენსი იტალიური გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავდა. მან ამ პერიოდის განამვლობაში 397 მატჩი ჩაატარა, 148 გოლი გაიტანა და 90 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დრის მერტენსი “ინტერში” მიდის, ლუკაკუ მილანში სხვა თანამემამულეებსაც უხმობს

“ნაპოლის” თავდამსხმელი დრის მერტენსი მომავალი სეზონიდან, სავარაუდოდ, მილანის “ინტერის” ღირსებას დაიცავს.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, 33 წლის ბელგიელი ფეხბურთელით ლონდონის “ჩელსიც” არის დაინტერესებული, თუმცა თავად მერტენსს “ინტერში” გადასვლა ურჩევნია. გავრცელებული ინფორმაციით, მან თანამემამულე რომელუ ლუკაკუს მილანში საცხოვრებელი ბინის პოვნა სთხოვა. როგორც ჩანს, “ინტერი” ლუკაკუს კონტაქტებს კარგად იყენებს. კერძოდ, არაერთი წყარო იუწყება იმის შესახებ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი “ნერაძურის” რიგებში თანამემამულეებს – იან ვერტონგენსა (“ტოტენჰემ ჰოთსპური”) და ტომა მენიეს (“პარი სენ-ჟერმენი”) უხმობს. ცნობისთვის, ორივე მათგანს კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრება.

შეგახსენებთ, რომ დრის მერტენსს “ნაპოლისთან” შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. შესაბამისად, “ინტერს” მისი დამატება უსასყიდლოდ შეეძლება.

დრის მერტენსმა ამ სეზონში “ნაპოლის” რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მერტენსმა “ლაციოს” ეფექტური გოლი გაუტანა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში რომის “ლაციოსა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩი ანგარიშით 1:4 დასრულდა. სტუმართაგან ერთ-ერთი ბურთი დრის მერტენსმა გაიტანა. ბელგიელს საკმაოდ ეფექტური გოლი გამოუვიდა.

ბელგიის წლის ფეხბურთელად მერტენსი დასახელდა

2016 წლის საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად “ნაპოლის” ნახევარმცველი დრის მერტენსი დასახელდა. მეორე ადგილი ლონდონის “ჩელსის” გარემარბმა ედენ აზარმა დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი “რომას” შუახაზელი რაჯა ნაინგოლანი აღმოჩნდა.

გამოკითხვაში 30 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა.