25 იანვარს, რუსთავში გასამართი “ოლსტარის” მონაწილეები ცნობილნი არიან. სუპერლიგის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გუნდების სასტარტო ხუთეულები ცნობილი გახდა. დარჩენილი 7-7 მოთამაშე კი, დღეს მთავარმა მწვრთნელებმა დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ერთმანეთს სუპერლიგის ლიდერი მწვრთნელების, კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარიას გუნდები დაუპირისპირდებიან.
გამოკითხვის შედეგად, კალათბურთელებმა მტლიანობაში 28 700 ხმა მიიღეს. სასტარტო ხუთეულები ასე გამოიყურება:
ხოშტარიას გუნდი: გიორგი გამყრელიძე (დინამო), ჯოშუა ჯექსონი (სოხუმი), ბესიკ ლეჟავა (დინამო), ჯეიმი ჯექსონი (ბათუმი), სტევა მილოშევიჩ (დინამო).
ტუღუშის გუნდი: ლევან ცეკვავა (ქუთაისი), ზაურ ფაშაევი (ქუთაისი), გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი), ანატოლი ბოისა (არმია), აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი).
გუნდების დანარჩენი წევრები მწვრთნელებმა თავიანთი გადაწყვეტილებით შეარჩიეს და დღეს სპორტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე მათი ვინაობაც გაამხილეს.
კოტე ტუღუში: ჩემი გუნდის ღირსებას დაიცავენ: რევაზ როგავა (შსს), მალხაზ აბაიშვილი (რუსთავი), ბექა ჩიკვილაძე (შსს), მერაბ ბოქოლიშვილი (შსს), ლევან ხმელიძე (რუსთავი), გიორგი ჯგერენაია (არმია) და დავით გუგავა (რუსთავი).
მოთამაშეების შერჩვისას აქცენტი ძირითადად ახალგაზრდა კალათბურთელებზე გავაკეთე. ასევე სასიამოვნოა, რომ ჩემს გუნდში სამი რუსთაველი კალათბურთელი იქნება. ვფიქრობ, სამი მეოთხედის განმავლობაში უფრო შოუს ელემენტებით დატვირთული სანახაობა იქნება, ხოლო მეოთე პერიოდში უკვე შედეგზე ვითამაშებთ. გვინდა, რომ მაქსიმალურად კარგი სანახაობ ვაჩვენოთ რუსთაველ გულშემატკივარს, რომელიც აუცილებლად გაავსებს ხვალ დარბაზს. ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს ასეთი აქციების რეგიონებში ჩატარებას.
ირაკლი ხოშტარია: ჩემს გუნდში ითამაშებენ: ირაკლი მიქელაძე (ოლიმპი), მიხეილ ჭოჭუა (დინამო), ირაკლი ჩლაიძე (სოხუმი), ჯერემი სეფოლდი (ბათუმი), ჯერემი საიმონსი (სოხუმი), ქიენ კარტერი (დინამო) და ვახტანგ ქადარია (სოხუმი).
ეს შვიდი მოთამაშე გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე ავირჩია, ვინაიდან “ოლსტარი” პირველ რიგში გულშემატკივარს ეკუთვნის. საკმაოდ საინტერესო მატჩის მოლოდინში ვართ და იმედია მაყურებელი ნასიამოვნები დარჩება.
ძალიან კარგია, რომ ყველა ვარსკვლავის მატჩი სწორედ ამ დროს ტარდება. პლეი-ოფის წინ მთელი ყურადღება გადამწყვეტ მატჩებზე გვექნება მიმართული.
კარგია, რომ რეგიონებში ტარდება ასეთი აქციები, თუმცა იმედია სამომავლოდ იქ პირობებიც უკეთესი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი “ოლსტარი” რუსთავის საკალათბურთო დარბაზში 16:00 საათზე აიღებს სტარტს.