ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე “დინამოში” ითამაშებს

ბუდუ ზივზივაძე დინამოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

23 წლის ფორვარდი დანიური ესბიერგის კუთვნილებაა და თბილისურ გუნდში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს. ბუდუმ გასული 2017 წელი სწორედ სკანდინავიურ გუნდში გაატარა, დანიაში წასვლამდე კი საქართველოს ჩემპიონი, ეროვნული პირველობის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

ბუდუ ესბიერგში ჩარიცხვამდე სამტრედიასა და ტორპედოში გამოდიოდა. 2011-2014 წლებში კი დინამოში თამაშობდა.

Fcdinamo.Ge

პარუნაშვილის გოლი დანიის ჩემპიონატში

დღეს დანიის რანგით მეორე დივიზიონში “ესბიერგმა” “ამგერს” უმასპინძლა და 5-2 სძლია მეტოქეს.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართელი ფეხბურთელი ლაშა პარუნაშვილი, რომელმაც 38-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა. ამ გამარჯვების შემდეგ “ესბიერგს” 13 შეხვედრაში 23 ქულა აქვთ და მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. მათ ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ მის წინ მდგომ გუნდზე, რომელსაც ქულათა ანალოგიური მაჩვენებელი აქვს.

ლაშა პარუნაშვილი “ესბიერგს” გასულ სეზონში შეურთდა ორ ქართველ ფეხბურთელთან ერთად. ოთარ კაკაბაძეს იჯარა დაუსრულდა და “ხიმნასტიკში” დაბრუნდა, რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს ის ამჟამადაც დანიურ კლუბში ირიცხება.

ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე “ესბიერგის” ფეხბურთელია

სამტრედიის “სამტრედიას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე დანიის “ესბიერგში” ითამაშებს. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

22 წლის ფეხბურთელმა ევროპულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შესაბამისად, იგი 2019 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება “ესბიერგში”.

შეგახსენებთ, რომ დანიელთა რიგებში ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კაკაბაძე გამოდის, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ტარაგონას “ხიმნასტიკმა” იჯარის წესით გაუშვა.

კაკაბაძე დანიურ კლუბში იჯარით იასპარეზებს

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე მომავალი ექვსი თვის მანძილზე დანიურ “ესბიერგში” ითამაშებს. ესპანურ “ხიმნასტიკთან” მიღწეულ შეთანხმებაზე ქართველი ფეხბურთელის ახალი კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის სპორტსმენი გასულ ზაფხულს თბილისის “დინამოდან” გადავიდა ტარაგონულ კლუბში. ოთარს არც ისე დიდი სათამაშო დრო ჰქონდა ახალ გუნდში. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ იგი გამოციდლების მისაღებად სხვაგან წავიდა.

აქვე გეტყვით, რომ “ესბიერგი” დანიის სუპერლიგაში 19 ქულით მე-12 ადგილზეა.