ლუის ენრიკე: “მსნ” ახლა უფრო კარგ ფორმაშია, ვიდრე – არდადეგებამდე”

6 იანვარს, თბილისის დროით 00:15 საათზე ესპანეთის სამეფო თასზე ბილბაოს “ატლეტიკი” კატალონიის “ბარსელონას” მიიღებს.

სტუმრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ 2017 წლის პირველი შეხვედრის წინ ჟურალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“ძალიან საჭირო და სასიამოვნო არდადეგები გვქონდა. თუმცა, როცა ვარჯიშს დავუბრუნდით, გაკვირვებული დავრჩი ჩემი ფეხბურთელების ფორმით. ისინი გაცილებით უკეთეს კონდინციებში არიან ახლა, ვიდრე სეზონის პირველ ნახევარში.”

“მინდა, შევეხო შემტევ ტრიოს: მესის, სუარესსა და ნეიმარს… ძალიან მოხარული დავრჩი, როცა ისინი კიდევ უფრო კარგ ფორმაში ვიხილე. ზოგადად, მთელი გუნდი შესანიშნავად გამოიყურება.”

“არ აქვს აზრი, როდის ვეთამაშებით “ატლეტიკს”. წლის დასაწყისში, შუაში თუ ბოლოში. ბასკების წინააღმდეგ ასპარეზობა ყოველთვის და ყველგან რთულია.”

“მეტოქეს კარგად ვიცნობთ. ეს მატჩი გვიჩვენებს თუ რამდენად ძლიერები არიან ისინი ჩვენს წინააღმდეგ. ვფიქრობ, სიანტერესო დაპირისპირება გამოვა.”

“ატლეტიკს” შესანინავად გამოსდის პრესინგის თამაში. ასევე, ბასკები არ უფრთხიან ცარიელი ზონების დატოვებას და შეტევაში სწრაფად გადასვლას. ასეთი მეტოქის წინააღმდეგ კი ადვილი გასეირნება ნამდვილად არ გველის,” – განაცხადა ლუის ენრიკემ.