ზამთრის მთავარი ტრანსფერები

სულ რამდენიმე დღეა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და უკვე განხორციელდა გამორჩეული ტრანსფერები.

რაიან ბაბელი, “დეპორტივო” – “ბეშიქთაში”, უფასოდ 

30 წლის ჰოლანდიელი, რომელიც ამსტერდამის “აიაქსში” ძალიან პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა. იგი დედაქალაქური კლუბის შემდეგ, “ლივერპულშიც” იყო, სადაც ბოლომდე იმედები ვერ გაამართლა. ბაბელმა ძალიან ბევრი იმოგზაურა. იგი არაბთა გაერთიანებული ემირატების ჩემპიონატშიც კი თამაშობდა. გასულ ზაფხულზე ჰოლანდიელმა მცირეხნიანი კონტრაქტი გააფორმა ესპანურ “დეპორტივოსთან”, სადაც 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა. სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ ბაბელი უფასოდ გადავიდა თურქულ “ბეშიქთაშში”.

იაგო ფალკე, “რომა” – “ტორინო”, 6 მილიონი ევრო

ფალკე 2015 წლის ზაფხულიდან “რომას” ეკუთვნოდა. პირველი, არც ისე წარმატებული სეზონის შემდეგ, 27 წლის ესპანელი ფეხბურთელი რომაელებმა “ტორინოში” გაანათხოვრეს, სადაც სერია ა-ში ჩატარებულ 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. სუპერშედეგიანი ფალკე ზამთარში “ტორინომ” 6 მილიონად იყიდა.

ტიმოტე კოლოჯეიჩაკი, “სევილია” – მიუნხენგლადბახის “ბორუსია”, – 7.5 მილიონი ევრო

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, მაიკლ იოხინი იტყოდა, როგორც იქნა, ფრანგმა მცველმა იპოვა ისეთი გუნდი, რომლის სახელწოდებაც მის გვარზე დიდია. კოლოჯეიჩაკმა ეს ტრანსფერი ტვიტერზე დაადასტურა.

ტომას რინკონი, “ჯენოა” – “იუვენტუსი”, 8 მილიონი ევრო

ვენესუელელი, რომელიც “იუვემ” იყიდა ვიტსელის მაგივრად.

ადემოლა ლუკმანი, “ჩარლტონი” – “ევერტონი”, 7.5 მილიონი ფუნტიდან 11 მილიონ ფუნტამდე

კიდევ ერთი ახალგაზრდა ინგლისელი ტალანტი. 18 წლის ადემოლა წელიწად-ნახევრის მანძილზე “ჩარლტონში” გამოდიოდა. ამ ზამთარში კი, ყველა გრანდს “ევერტონმა” აჯობა და ლუკმანი არც ისე იაფად შეიძინა.

კარლოს ტევესი, “ბოკა ხუნიორსი” – “შანხაი შენჰუა”, 10.5 მლიონი ევრო

როგორც არგენტინის პრეზიდენტმა თქვა, კარლიტოს განტვირთვა სჭირდება. ტევესმა დასასვენებლად შესანიშნავი ადგილი იპოვა ჩინეთის სახით, სადაც იგი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

უილფრიდ ნდიდი, “გენკი” – “ლესტერი”, 17.6 მილიონი ევრო

კიდევ ერთი მცდელობა “ლესტერ სიტისა”, რომ გუნდში ახალი კანტე მიიყვანონ.

რიხედლი ბაზური, “აიაქსი” – “ვოლფსბურგი”, 12 მილიონი ევრო

20 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, რომელიც დიდ ტალანტს ფლობს. მისით რამდენიმე პრემიერლიგური გრანდი ინტერესდებოდა, თუმცა ახალგაზრდა სპორტსმენმა ბუნდესლიგა აირჩია.

ლეონარდო პავოლეტი, “ჯენოა” – “ნაპოლი”, 18 მილიონი ევრო

კიდევ ერთი მცდელობა “ნაპოლის” მხრიდან, რომ იყიდონ ახალი გინსალო იგუაინი.

აქსელ ვიტსელი, “ზენიტი” – “ტიანცზინ ციუანცზიანი”, 20 მილიონი ევრო

“იუვე” სთავაზობდა, თუმცა მისთვის სხვა რამეა პრიორიტეტული.

იულიან დრაზქსლერი, “ვოლფსბურგი” – “პსჟ”, 40 მილიონი ევრო

იმედია, დრაქსლერი პარიზულ კლუბში მაინც აჩვენებს იმას, რასაც მისგან დიდი ხანია ელიან.

ოსკარი, “ჩელსი” – “შანხაი ტელეისი”, 60 მილიონი ევრო

კიდევე ერთი ფეხბურთელი, რომლისთვისაც კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა.