“სევილიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ანდრე სილვაა 2018/19 წლების სეზონს არენდის წესით “დალაქების” რიგებში გაატარებს.
როგორც ცნობილი ხდება, სეზონის ბოლოს “სევილიას” პორტუგალიელი ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. არენდისთვის “მილანი” 5 მილიონს მიიღებს, კონტრაქტის გამოსყიდისთვის – 30 მილიონს.
შეგახსენებთ, რომ “მილანმა” ანდრე სილვა გასულ წელს იყიდა “პორტუდან” და პორტუგალიულ კლუბს 38 მილიონიც გადაუხადა. სერია ას 24 მატჩში მან მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო.