„ვერონასთან“ იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურის მატჩში „უდინეზეს“ თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატელემ მორიგი გოლი გაიტანა, რომლის დახმარებითაც იტალიის უმაღლესი ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ლეგენდარულ რობერტო ბაჯოს გაუსწრო და მეექვსე ადგილზე ავიდა.
ამჟამად „უდინეზეს“ ვეტერანის ანგარიშე 206 გოლია. ისტორიაში მასზე უკეთესი შედეგი სერია ა-ში ჟოზე ალტეფინისა და ჯუზეპე მეაცას (ორივემ 216 გოლი გაიტანა), გუნარ ნორდალს (225), ფრანჩესკო ტოტის (241) და სილვიო პიოლას (274) აქვთ.