„ბარსელონა“ „იუვენტუსის“ მცველით დაინტერესდა

ესპანური პრესის ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ტურინის „იუვენტუსის“ 30 წლის მცველით შტეფან ლიხშტაინერით დაინტერესდა.

„ბლაუგრანასის“ ხელმძღვანელობა, მზადაა, შვეიცარელი 2015 წლის ზაფხულში დაიმატოს, თუ, რა თქმა უნდა, კლუბს ტრანსფერების უფლებას დართავენ.

აღსანიშნავია, რომ „ბებერ ქალბატონთან“ მოქმედი კოტნრაქტი შტეფანს 2016 წლამდე აკავშირებს და მისი გახანგრძლივების შესახებ მხარეებმა ჯერ ვერ მოილაპარაკეს.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონის გათამაშებაში ლიხშტაინერმა 13 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლიხშტაინერი „იუვენტუსთან“ მალე გაახანგრძლივებს

როგორც ჩანს, ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელთა და მცველ შტეფან ლიხშტაინერს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები სულ მალე დასასრულს მიუახლოვდება, რის შედეგადაც, მხარეები ახალ კონტრაქტს მოაწერენ ხელს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება 2017 წლის ივნისამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ „ბიანკონერის“ ღირსებას შვეიცარიელი 2011 წლიდან იცავს.

ალექსანდრე მატევოსოვი