ჩინელები მიმდინარე სატრსანფერო ფანჯარაზე ევროპული ფეხბურთის ძარცვას განაგრძობენ. ოსკარის, ვილიანის და სხვა ვარსკვლავების წაყვანის შედმეგ, აზიელები მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას მიადგნენ. (Marca)
ულოა ტრანსფერზე დაყენებას ითხოვს
ინგლისის მოქმედი ჩემპიონის, “ლესტერ სიტის” რიგებში მოთამაშე ლეონარდო ულოა ტრანსფერზე დაყენებას ითხოვს. როგორც ცნობილი ხდება, არგენტინელი ფორვარდი უკმაყოფილოა სათამაშო პრაქტიკის სიმცირით და ზამთარშივე აპირებს კლუბის დატოვებას. ( Daily Express )
კალინიჩი 45 მილიონიან ტრანსფერს უახლოვდება
ნიკოლა კალინიჩი ჩინეთში გადაბარგებასთან ძალიან ახლოსაა. იტალიური პრესის ცნობით, ჩინური “ტიანძინ კუანძიანი” ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაიხდის, თავად კალინიჩი კი ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში. ( Premium Sport )
“არსენალი” სანჩესის ბარტერში ჩართვას აპირებს
ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ალექსის სანჩესის გამოყენებით “იუვენტუსის” ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის გადაბირებას აპირებენ. შეგახსენებთ, რომ “მეთოფეები” ჩილელ ვარსკვლავთან მორიგებას ვერ ახერხებს, რაც მისი “ემირეიტსიდან” წასვლის შანსებს კიდევ უფრო ზრდის. ( Tuttosport )
“მანჩესტერ იუნაიტედი” ზლატანისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები გუნდის შვედი ვარსკვლავისთვის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ. The Sun-ის ცნობით, “წითელი ეშმაკებს” 35 წლის შვედი ფეხბურთელის დატოვება 2019 წლამდე სურთ. ( The Sun )
“მანჩესტერ სიტი” რულის გადაბირებას აპირებს
როგორც იცით, “ბარსელონას” ყოფილი მეკარის, კლაუდიო ბრავოს ბრიტანულმა კარიერამ ვერ გაამართლა, პეპი კი მის შეცვლას აპირებს. როგორც ცნობილი ხდება, ესპანელმა სპეციალისტმა თვალი ჯერონიმო რულის დაადგა, რომელიც ამ დროისთვის “რეალ სოსიედადის” ღირსებას იცავს. ( Mundo Deportivo )